სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

12:02 | 2.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” კურტუას დატოვება 1,2 მილიონი დაუჯდება

ლონდონის “ჩელსიმ” მადრიდის “ატლეტიკოსგან” 1,2 მილიონი ევრო მოითხოვა, რათა ნიჭიერ ბელგიელ მეკარე ტიბო კურტუას ამ გუნდში კიდევ ერთი წლით დარჩენის ნება მისცეს.

AS-ის ცნობით, მადრიდელებს ძალიან უნდათ, რომ 21 წლის კარის დარაჯის არენდა კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივონ. ამ მიზნით, “ატლეტიკოს” გენერალური დირექტორი მიგელ ანხელ მარინი “ჩელსის” წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან გაიგო ის თანხა, რომელსაც ინგლისელები ითხოვენ, მაგრამ ესპანელები მხოლოდ 700 ათასის გადახდაზე არიან თანახმანი.

საბოლოო გადაწყვეტილება “არისტოკრატთა” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა უნდა მიიღოს. სწორედ ის გადაწყვეტს, ჭირდება თუ არა შემადგენლობაში კიდევ ერთი მაღალი კლასის კარის დარაჯი. აღსანიშნავია, რომ გასული სეზონის შედეგების მიხედვით, კურტუა პრიმერადივიზიონის საუკეთესო მეკარედ აღიარეს. 37 მატჩში მან 30 გოლი გაუშვა, რაც საშუალოდ 0,81 გოლია ერთ მატჩში.

 

 

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115907