ფეხბურთი

21:46 | 30.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” კასორლა სურს

მადრიდის “ატლეტიკოს” ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველის – სანტი კასორლას შეძენა სურს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემები იუწყებიან.

“ატლეტიკო” კასორლას შეძენას ივნისში ცდილობდა, მაგრამ კლუბებს შორის მოლაპარაკება არ შედგა. სადღეისოდ, მხარეებმა 29 წლის ესპანელის ტრანსფერზე საუბარი განაახლეს და არაა გამორიცხული, გარიგება უახლოეს პერიოდში შედგეს.

რამდენადაც ცნობილია, “ატლეტიკო” ტრანსფერში 20 მილიონ ევროს იხდის. ჯერჯერობით, “არსენალი” გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112426