მადრიდის “ატლეტიკო” “ნაპოლისგან” ხოსე კალიეხონის შეძენას გეგმავს. “მარკას” ინფორმაციით, მადრიდელებმა ნეაპოლელებს სატრანსფერო წინადადებით უკვე მიმართეს.
რამდენადაც ცნობილია, “ატლეტიკო” ესპანელი შემტევის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის. მოგეხსენებათ, მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, მადრიდელებმა მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი მარიო მანჯუკიჩი უკვე გადაიბირეს.
შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის ბოლოს, “ატლეტიკოს” ერთბაშად 3 ფორვარდი – დიეგო კოსტა, დავიდ ვილია და ადრიან ლოპესი დაემშვიდობნენ.