ფეხბურთი

15:47 | 29.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკოს” ჰანდანოვიჩი და იკარდი სურს

 

მადრიდის “ატლეტიკოს” მილანის “ინტერის” ფეხბურთელების – მაურო იკარდისა და სამირ ჰანდანოვიჩის შეძენა სურს. ამსი შესახებ მადრიდული მედია იუწყება.

“ატლეტიკოს” ბელგიელი მეკარე ტიბო კურტუა ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდება და მადრიდელებს ჰანდანოვიჩი მის შემცვლელად სჭირდებათ. მეკარის ტრანსფერის თაობაზე “ატლეტიკოს” ხელმძღვანელები მილანელ კოლეგებს უკვე ესაუბრნენ.

რაც შეეხება იკარდის, არგენტინელს კლუბის შეცვლის სურვილი არ აქვს. თანაც, “ატლეტიკო” იკარდიში იმაზე ნაკლებ თანხას იხდის, ვიდრე “ინტერი” აფასებს. კონკრეტული ციფრები, ჯერჯერობით, უცნობია.

0.115408