ფეხბურთი

17:34 | 6.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკომ” სიკეირას ტრანსფერი დაადასტურა

მადრიდის “ატლეტიკომ” ბრაზილიელი მარცხენა მცველის, გილერმე სიკეირას ტრანსფერი დაადასტურა.

28 წლის ფეხბურთელი, გასულ სეზონში, “გრანადადან” “ბენფიკაში” იყო განათხოვრებული. სეზონის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სიკეირას შეძენით მადრიდის “რეალი” იყო დაინტერესებული. ბრაზილიელმა მარცხენაფლანგელმა თავი მადრიდში კი ამოჰყო, მაგრამ არა “რეალში”, არამედ “ატლეტიკოში”.

“როხიბლანკოს” მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადების თანახმად, სიკეირა კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. არაოფიციალური ინფორმაციით, “ატლეტიკო” “გრანადას” 10 მილიონ ევროს გადაუხდის.

“ატლეტიკოს” მიერ სიკეირას ყიდვა აძლიერებს ეჭვებს, რომ გუნდის კიდევ ერთი ბრაზილიელი მარცხენა მცველი, ფილიპე ლუისი კარიერას “ჩელსიში” განაგრძობს.

0.112746