მადრიდის “ატლეტიკომ” არგენტინული “სან ლორენცოს” 19 წლის ფორვარდი ანხელ კორეა შეიძინა. ამ ინფორმაციას მადრიდული კლუბის ოფიციალური საიტი ადასტურებს.
ესპანელებმა ახალგაზრდა არგენტინელის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო გადაიხადეს. თავდამსხმელმა “ატლეტიკოსთან” 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ცნობისათვის, წლეულს, კორეამ “სან ლორენცოს” მაისურით 25 მატჩი ჩაატარა, სადაც 4 გოლსა და 9 საგოლე პასს მოუყარა თავი.