პორტუგალიური “ბენფიკას” 21 წლის მეკარე იან ობლაკი კარიერას მადრიდის “ატლეტიკოში” განაგრძობს.
ესპანეთის ჩემპიონი გუნდის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ახალგაზრდა სლოვენიელმა კიპერმა კლუბთან 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გარიგების ფინანსური დეტალები ოფიციალურ დონეზე არ ხმაურდება. Aშ-ის ცნობით, მადრიდელებმა “ბენფიკას” 16 მილიონი ევრო გადაუხადეს.
იან ობლაკი “ბენფიკაში” 2010 წელს გადავიდა. ლისაბონელთა მაისურით მან 16 თამაში ჩაატარა. გასული 4 წლის განმავლობაში ის “ბეირა მარში”, “ოლჰანენსეში”, “უნიაო ლეირიასა” და “რიუ ავეში” იყო განათხოვრებული. 2012 წლიდან დღემდე, ობლაკს სლოვენიის ეროვნულ ნაკრებში 3-ჯერ უთამაშია.