მადრიდის “ატლეტიკო” ლონდონის “ტოტენჰემის” ფორვარდის – რობერტო სოლდადოს გადაბირებითაა დაინტერესებული. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, მადრიდელები 28 წლის ესპანელს დიეგო კოსტას შემცვლელად განიხილავენ.
დიდია ალბათობა იმისა, რომ დიეგო კოსტამ ზაფხულის სატრანსფერო სეზონში კლუბი შეიცვალოს. მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ ლონდონელთა თავდამსხმელია.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს, “ტოტენჰემმა” სოლდადო “ვალენსიასგან” 30 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ ესპანელის სადებიუტო ინგლისური სეზონი არცთუ წარმატებული გამოდგა. რამდენადაც ცნობილია, სოლდადო სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მაზე უნიჭო ფორვარდი არარსებობს.
ამას ნეგრედო იყიდონ ბევრად გამტანია
დამიღეჭე-ჩამიდე თავდამსხმელია და შეიძლება მაშინაც კი გამაზოს,თავად ვერ ქმნის,სხვისი შექმნილის გაფლანგვა ეხერხება.მოკლედ ეს ათ ლიმონზე მეტი არ ღირს.
ეს არ მევასება მაგრად არაა მაინც ის დონე ყელაზე კარგად დელბოსკე ხვდება ამის უნიჭობას და გაფართოებულშიც არ ყავს
ესეიგი კოშტა მიდის უეჭველი
რავი ეს შეიძლება გამოადგეთ
ნეგრედო იყიდეთ
კარგი იგროკია კოშტას წასვლის შემთხვევაში იყიდონ ამის მაქსიმუმი ფასნი არი 20 მილიონი ევრო