სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

12:38 | 26.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” სიმეონეს დისკვალიფიკაციას გაასაჩივრებს

 

მადრიდის “ატლეტიკოს” პრეზიდენტმა ენრიკო სერეზომ განაცხადა, რომ კლუბი გუნდის მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ არგენტინელი სპეციალისტი ესპანეთის სუპერთასის განმეორებით მატჩში (მადრიდის “რეალთან”) არასპორტული საქციელის გამო რვათამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა - ორი თამაში გაძევებისთვის, ოთხი მეოთხე მსაჯის შეურაცხყოფისთვის, ერთი დამცინავი აპლოდისმენტისთვის და ერთიც მოედანზე დარჩენის მცდელობისთვის.

გარდა ამისა, თავად სიმეონე 4,6 ათასი, ხოლო კლუბი 2,8 ათასი ევროთი დაისაჯნენ.

“გადაწყვეტილება მიღებულია და აქ სათქმელი არაფერია. თუმცა, “ატლეტიკო” ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საჭიროა ყველამ საღი გონებით იმოქმედოს” - განუცხადა სერეზომ AS-ს.

0.090291