სტატიები

2:30 | 19.04.2012 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” სარეკორდო მოგებას უმიზნებს

ზედიზედ მეორე სეზონია, ევროპის ლიგის ნახევარფინალში მხოლოდ პირენეული გუნდები გადიან. თუ შარშან, სამ პორტუგალიურ გუნდს წინააღმდეგობას ერთი ესპანური უწევდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა – ნახევარფინალში ესპანეთის 3 და პორტუგალიის ერთი წარმომადგენელია. იმის გათვალისწინებით, რომ “სპორტინგი”-“ბილბაოს” წყვილში ფავორიტებად ბასკები ითვლებიან, დიდია იმის შანსი, რომ ფინალი ესპანური იყოს.

ატლეტიკო-ვალენსია
გუნდები ევროტურნირებზე ერთმანეთს მეორედ ხვდებიან. 2010 წელს, ისინი ერთმანეთს ევროპის ლიგის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ. 2 წლის წინათ, ვალენსიაში გამართული მატჩი 2:2 დასრულდა, ხოლო მადრიდში გუნდებმა უგოლოდ ითამაშეს. შემდეგ ეტაპზე “ატლეტიკო” გავიდა, რომელმაც საბოლოოდ თასიც მოიგო.
სულ, გუნდებს ერთმანეთში 146-ჯერ უთამაშიათ. “ატლეტიკომ” 51-ჯერ მოიგო, “ვალენსიამ” – 55-ჯერ, ხოლო 40 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 212:222, “ვალენსიას” სასარგებლოდ.
შეხვედრას შოტლანდიელი კრეიგ ტომსონი განსჯის, რომელმაც ამ გუნდებს შორის 2010 წელს, ვალენსიაში გამართულ თამაშში იმსაჯა. “ატლეტიკოს” მატჩში მან მონაწილეობა კიდევ ერთხელ მიიღო. 2009 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მადრიდელები აპოელს საკუთარ კედლებში უგოლოდ დაუზავდნენ. “ვალენსიამ” ტომსონის მონაწილეობით გამართული დანარჩენი 2 თამაში წააგო. 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, “ღამურები” “როსენბორგთან” 0:2 დამარცხდნენ, ხოლო მიმდინარე სეზონში, ასევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, მათ ლევერკუზენში 1:2 წააგეს.
შეხვედრას ორივე გუნდი დანაკლისით ხვდება. მასპინძლებს ტრავმირებული სილვიოსა და ანტონიო ლოპესის გარდა, დისკვალიფიცირებული გოდინიც არ ეყოლებათ. დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება შეხვედრას ანტონიო ბარაგანიც, რომლის თანაგუნდელი ევერ ბანეგა “ვალენსიას” ტრავმის გამო ვერ დაეხმარება.
•    გათამაშებას შემორჩენილ გუნდთა შორის, “ატლეტიკო” ყველაზე შედეგიანია. მადრიდელებმა 25 გოლის გატანა მოახერხეს;
•    “ატლეტიკომ” ევროპის ლიგის ბოლო 9 თამაში მოიგო. “როხიბლანკოს” შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი, რომელიც ევროპის ლიგაზე/უეფას თასზე ზედიზედ ათ თამაშს მოიგებს მადრიდელებმა ამ ტურნირის ბოლო 8 საშიანო შეხვედრაში იმარჯვეს.;
•    ევროპის ლიგაზე ჩატარებული ბოლო 6 გასვლითი თამაშიდან “ვალენსიამ” მხოლოდ 1 მოიგო;
•    ევროპის ლიგაზე გამართული ბოლო 28 თამაშიდან “ვალენსიამ” მხოლოდ 2 წააგო;
•    ყველა ტურნირზე სტუმრად ჩატარებული ბოლო 4 შეხვედრიდან “ვალენსიამ” 3 წააგო და 1 ფრედ დაასრულა;
•    “ვალენსიას” “ატლეტიკოსთან” ჩატარებულ ბოლო ექვს თამაშში წაგება არ აქვს;
•    “ვალენსია” გათამაშებას შემორჩენილი ერთადერთი გუნდია, რომელიც ევროპის ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან მოხვდა;
•    ევროპის ლიგაზე ჩატარებულ 26 მატჩში რადამელ ფალკაომ 25 გოლი გაიტანა;
•    “ვალენსია” ყველაზე სახიფათო ტაიმების დასაწყისშია. პირველ თხუთმეტ წუთში, “ღამურებმა” 3 გოლი გაიტანეს, ხოლო 45-დან მე-60 წუთამდე – 4. აღსანიშნავია, რომ მე-2 ტაიმში, “ვალენსიას” სულ 5-ჯერ აქვს გატანილი.
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-2-3-1):
კურტუა, ხუანფრანი, დომინგესი, მირანდა, ლუისი, გაბი, ტიაგო, ადრიანი, დიეგო, კოკე, ფალკაო.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა, ბრუნო, რუისი, რამი, ალბა, თოფალი, ტ. კოსტა, ფეგული, ჟონასი, მატიო, სოლდადო.
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია).

სპორტინგი-ბილბაო
“ბილბაო” ტურნირის მოგების ფავორიტად ითვლება და რა გასაკვირია, თუ ბასკებს უპირატესობა “სპორტინგთან” გასამართი მატჩის წინაც ენიჭებათ.
როგორც “სპორტინგისთვის”, ასევე “ბილბაოსთვის” ევროპის ლიგა ამჟამად ერთადერთი ტურნირია, რომელშიც ისინი მოტივირებულნი თამაშობენ. შიდა ჩემპიონატმა პორტუგალიელებისთვისაც და ესპანელებისთვისაც აზრი დაკარგა, რადგან ევროპის ლიგის საგზური ორივეს განაღდებული აქვს და ამაზე მეტს ვერცერთი მათგანი მიაღწევს. მართალია, “სპორტინგიც” და “ბილბაოც” საკუთარი ქვეყნის თასის ფინალში თამაშობენ, მაგრამ ამ მატჩებამდე დიდი დროა დარჩენილი.
გუნდები ერთმანეთს აქამდე 2-ჯერ შეხვედრიან. 1985 წელს, უეფას თასის მე-3 ეტაპზე, ბილბაოში მასპინძლებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ ლისაბონში, პორტუგალიელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს.
უეფამ შეხვედრის განსასჯელად იონას ერიკსონი მიავლინა. აქამდე, მას არც “სპორტინგის” და არც “ბილბაოს” მატჩში არ უმსაჯია.
მასპინძლებს თამაში ტრავმირებული ალბერტო როდრიგესისა და ოგუჩი ონიევუს გარეშე მოუწევთ. უფრო დიდი დანაკლისი აქვთ სტუმრებს – გარდა ტრავმირებული გურპეგის, კასტილიოს, ოსიოსა და პერესისა, ისინი დისკვალიფიცირებულ ხავი მარტინესსაც მოისაკლისებენ.
•    “სპორტინგმა” ევროპის ლიგის ბოლო 7 საშინაო მატჩი მოიგო;
•    ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 თამაშიდან “სპორტინგმა” 4 მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. საკუთარ კედლებში, პორტუგალიელებმა უკანასკნელი 8 შეხვედრა მოიგეს;
•    “ბილბაომ” ევროპის ლიგის ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო და 1 ფრედ ითამაშა;
•    ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 5 გასვლითი თამაშიდან “ბილბაომ” 1 მოიგო;
•    “ბილბაომ” გოლი ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ ყველა თამაშში გაიტანა;
•    ევროპის ლიგაზე ჩატარებულ ბოლო ოთხ თამაშში ფერნანდო ლორენტემ ამდენივე გოლი გაიტანა.

სავარაუდო შემადგენლობები
სპორტინგი (4-3-3):
პატრისიო, პერეირა, შანდაო, პოლგა, ინსუა, ფერნანდესი, შაარსი, კარიკო, იზმაილოვი, ვოლფსვინკელი, კაპელი.
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ირაოლა, ამორებიეტა, ხოსე, აურტენეჩე, იტურასპე, ანდერ ერერა, სუსაეტა, მარკოსი, მუნიაინი, ლორენტე.
მსაჯი: იონას ერიკსონი (შვედეთი).

0.11537