მადრიდის “ატლეტიკო” თანაქალაქელი “რეალის” 20 წლის ფორვარდის – ალვარო მორატას შეძენით დაინტერესდა. Marca-ს ცნობით, თუკი ზაფხულში დიეგო სიმეონეს გუნდს რადამელ ფალკაო დატოვებს, “ატლეტიკო” ესპანეთის ახალგაზრდული ნაკრების შემტევით გაძლიერდება.
აღსანიშნავია, რომ წარსულში, მორატას “ატლეტიკოს” ასაკობრივ გუნდებში უთამაშია. თანაც, მისი აგენტი “ატლეტიკოს” ყოფილი ვარსკვლავი ხუანმა ლოპესია, რომელსაც კლუბის ხელმძღვალებეთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს.
ცნობისათვის, მორატამ პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი მიითვალა.