ფეხბურთი

22:20 | 21.04.2014 | ნანახია NaN - ჯერ

“ატლეტიკო მინეირო” ანელკას FIFA-ში უჩივლებს

“ატლეტიკო მინეიროს” პრეზიდენტის, ალექსანდრ კალილის თქმით, მისი კლუბი ნიკოლა ანელკასგან იმ თანხის დაბრუნებას მოითხოვს, რომელიც ბრაზილიელებმა კონტრაქტის მომზადების ეტაპზე დახარჯეს.

ცოტა ხნის წინათ, ცნობილი გახდა, რომ ანელკა კარიერას “ატლეტიკო მინეიროში” განაგრძობდა. გარიგება იმის გამო ჩაიშალა, რომ ფრანგი თავდამსხმელი ბრაზილიაში დათქმულ დროს არ ჩავიდა.

“ჩვენ ფული დავხარჯეთ საფრანგეთსა და მაიამიში გასამგზავრებელ ბილეთებზე, ასევე ანელკას საფრანგეთიდან ბრაზილიაში ტრანსპორტირებაზე. თუ გვეცოდინებოდა, რომ გარიგება არ შედგებოდა, ამ ფულს არ დავხარჯავდით.

ანელკა ირწმუნება, რომ ყველაფერი მოვიგონეთ. ვაპირებთ საჩივარი FIFA-ში შევიტანოთ. ანელკამ თანხა სრული მოცულობით უნდა აგვინაზღაუროს. ძალიან ვწუხვარ, რომ ასე გამოვიდა.” – აცხადებს კალილი.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

14:01 | 04.07.2015
FraNKeNsTeiN_:*:* (3275)

ამის დე*აც,ბრაზილია გამოაგდო და მესამე ადგილისთვისაცვერ იბრძოლა

13:07 | 04.07.2015
babuna18 (337)

ალალად ეკუთვნოდა,კარგი ნაკრები ჰყავს,ჩილეს მასპინძლის ფაქტორი რომ არა შეიძლება ფინალშიც გვენახა,ისე სულ მიკვირს მსოფლიოზე რატომ ვერ გადიან

0.064927