ფეხბურთი

10:56 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” კაგავათი და ერნანდესით ინტერესდება

როგორც “მსოფლიო სპორტმა” რამდენიმე კვირის წინ გაუწყათ, მადრიდის “ატლეტიკო” “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ ხავიერ ერნანდესით ინტერესდება.

გუშინ კი, The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მადრიდელები ინგლისური გუნდიდან კიდევ ერთი ფეხბურთელის, შინჯი კაგავას გადაბირებას ცდილობენ. ამავე წყაროს ინფორმაციით, ლუის ვან გაალი გუნდში, ხსენებული მოთამაშეების ადგილს ვერ ხედავს, რაც აღნიშნულ ტრანსფერებს კიდევ უფრო რეალურს ხდის.

იაპონელი და მექსიკელი ფეხბურთელების შეძენა, “ატლეტიკოს” დაახლოებით 25 მილიონი ფუნტი დაუჯდება.

შეგახსენებთ, რომ მანმადე, “ატლეტიკომ” ანტუან გრიზმანი და მარიო მანჯუკიჩი დაიმატა, რითაც ადრიან ლოპესის, დიეგო კოშტასა და დავიდ ვილიას წასვლით გამოწვეული დანაკლისი, ნაწილობრივ შეივსო.

 

ლევან გოგოტიშვილი

0.117087