ფეხბურთი

14:11 | 19.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ატლეტიკო” დემიჩელისში 7-9 მილიონს ითხოვს

 

ინგლისის “მანჩესტერ სიტი”, მადრიდის “ატლეტიკოსთან”, არგენტინის ეროვნული ნაკრების ცენტრალურ ნახევარმცველ მარტინ დემიჩელისის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებას აწარმოებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მადრიდელები, 32 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 5 მილიონ ევროს ითხოვდნენ, თუმცა, Sky Sports Italia-ს ცნობით, “ატლეტიკო” არგენტინელის სანაცვლოდ 7- 9 მილიონს ითხოვს.

“სიტის” ახალი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინია, რომელიც მანამდე “მალაგაში” მუშაობდა, სადაც დემიჩელისმა სამი სეზონი გაატარა და შესაბამისად, მწვრთნელი ამ ფეხბურთელის შესაძლებლობებს ძალიან კარგად იცნობს. მარტინს “მალაგასთან” კონტრაქტი ამა წლის ივნისში დაუმთავრდა და “ატლეტიკოშიც” სულ ცოტა ხნის წინ, თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

 

0.118354