ფეხბურთი

3:09 | 16.12.2013 | ნანახია 0 - ჯერ

„ატლეტიკო“ „ბარსელონას“ კვალდაკვალ

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე–16 ტურის კვირა დღე ალმერიაში გაიხსნა, სადაც ადგილობრივი კლუბი „ესპანიოლს“ დაუხვდა. თამაში არცთუ საინტერესო გამოდგა. საგოლე მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ტაბლოზე ანგარიში მატჩის ბოლომდე უცვლელი დარჩა – 0:0.

„სოსიედადმა“ „ბეტისს“ უმასპინძლა და დიდი ანგარიშით იმარჯვა, მაგრამ შეხვედრის პირველმა ნახევარმმა სან სებასტიანელთათვის არცთუ იოლად ჩაიარა. მატჩის დებიუტში, „სოსიედადი“ იმანოლ აგირეჩემ დააწინაურა, მაგრამ რამდენიმე წუთში, ხორხე მოლინამ ანგარიშში სხვაობა აღადგინა და ანდალუსიელები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გაიყვანა.

მე–2 ტაიმში, მასპინძლები აბსოლუტურ უპირატესობას დაეუფლნენ, რაც ანგარიშშიც ნათლად აისახა. სტუმრებმა 4 უპასუხო ბურთი გაუშვეს და შინ უქულოდ დაბრუნდნენ – 5:1.

„სევილიასა“ და „ბილბაოს“ მატჩში ძირითადი მოვლენები საწყის 6 წუთში განვითარდა და ძნელად თუ იფიქრებდა ვინმე, რომ „სანჩეს პისხუანზე“ მეტი გოლი აღარ გავიდოდა. მე–4 წუთზე, სევილიელებმა კუთხური ჭკვიანურად გაითამაშეს, რასაც ალბერტო მორენოს გოლი მოჰყვა. ანდალუსიელთა სიხარულმა დიდ ხანს ვერ გასტანა – ორიოდ წუთში, სტუმრებმა მასპინძელთა არადამაჯერებელი მოქმედებით ისარგებლეს და წონასწორობა აღადგინეს –1:1.

დღე იმ მატჩით დასრულდა, რომელიც ესპანეთის მასშტაბით ყველაზე დიდ ინტერესს იწვევდა. მადრიდის „ატლეტიკომ“ „ვალენსია“ მიიღო და შინ უქულოდ გაისტუმრა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიეგო კოსტამ მადრიდელები წინ გაიყვანა, შემდეგ კი, რაულ გარსიამ ანგარიში ორამდე გაზარდა და „ატლეტიკოს“ სოლიდური უპირატესობა მოუტანა.

თერთმეტმეტრიანით ანგარიშის გაზრდა შეეძლო დიეგო კოსტას, მაგრამ ერთობ ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა. შეცდომის გამოსწორების შანსი ფორვარდს 81–ე წუთზე მიეცა და ამჯერად, დუბლის გაფორმება მოახერხა – 3:0.

ამგვარად, „ატლეტიკოს“ ისევ 43 ქულა აქვს და „ბარსელონასთან“ ერთად, სატურნირო ცხრილის სათავეშია.

 

ალმერია. „ხუეგოს მედიტერანეოსი“. 15000

ალმერია – ესპანიოლი 0:0  

ალმერია: ესტებანი, ნელსონი, პელერანო, ტრუხილიო, დუბარბიერი (რაული 79), ვერსა, აზიზი, სუსო (ბარბოსა 63), ვიდალი, სორიანო (ტებარი 84), დიასი.

მწვრთნელი: ფრანსისკო როდრიგესი

ესპანიოლი: კასილია, როდრიგესი, კოლოტო, მორენო, ფუენტესი, სანჩესი, ლოპესი, ტორჟე (ლანსაროტე 58), სტუანი, გარსია (ფერნანდესი 84), კორდობა (ბიფუმა 76).

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

გაფრთხილება: მორენო (44), გარსია (81)

კარში დარტყმა: 10 (4) – 16 (6) ჯარიმა: 10 - 17 კუთხური: 5 - 5 თამაშგარე: 1 - 1 ბურთის ფლობა: 55% - 45% სეივი: 6 – 4

 

სან სებასტიანი. „ანოეტა“. 24000

სოსიედადი – ბეტისი 5:1 (1:1)

სოსიედადი: ბრავო, ანსოტეგი, მარტინესი, ანხელი, მარტინესი, პრიეტო, ბერგარა, პარდო (ელუსტონდო 75), გრიზმანი (ჩორი კასტრო 80), აგირეჩე (სეფეროვიჩი 72), ველა.

მწვრთნელი: ჰაგობა არასატე

ბეტისი: ანდერსენი, ნაჩო, ჩიკა, პაულანი, ამაია, ვერდუ (მატილია 72), რეიესი, ნონო (ხუანფრანი 60), ვადილიო (სევილია 72), კასტრო, მოლინა.

მწვრთნელი: ხუან კარლოს გარიდო

გოლი: 1:0 აგირეჩე (6), 1:1 მოლინა (19), 2:1 ანსოტეგი (55), 3:1 გრიზმანი (62), 4:1 აგირეჩე (68), 5:1 პრიეტო (85)

გაფრთხილება: პრიეტო (40), ი.მარტინესი (43), ანსოტეგი (48), გრიზმანი (66) – ამაია (44), მოლინა (60)

კარში დარტყმა: 20 (9) – 14 (3) ჯარიმა: 8 - 12 კუთხური: 11 - 1 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 50% - 50% სეივი: 2 – 4

 

სევილია. „რამონ სანჩეს პისხუანი“. 32000

სევილია – ბილბაო 1:1 (1:1)

სევილია: ბეტუ, ნავარო, ფასიო, კარიზუ, კალა (იბორა 60), ფიგეირაში, მორენო, მბია, მაჩინი, რეიესი (პეროტი 66), ბაკა (გამეირო 78).

მწვრთნელი: უნაი ემერი

ბილბაო: ირაისოსი, ბალენსიაგა, ლაპორტი, გურპეგი, სუსაეტა (გომესი 82), იტურასპე, რიკო (სან–ხოსე 90), ერერა, დე მარკოსი, მუნიაინი, ტოკერო (ადურისი 61).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

გოლი: 1:0 მორენო (4), 1:1 სუსაეტა (6)

გაფრთხილება: ფიგეირაში (34), ბაკა (45), მაჩინი (55), მბია (89) – გურპეგი (38), იტურასპე (90)

კარში დარტყმა: 14 (2) – 13 (4) ჯარიმა: 21 - 9 კუთხური: 9 - 8 თამაშგარე: 7 - 0 ბურთის ფლობა: 35% - 65% სეივი: 3 – 1

 

მადრიდი. „ვისენტე კალდერონი“. 46200

ატლეტიკო – ვალენსია 3:0 (0:0)

ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, ტიაგუ, გაბი, თურანი (ადრიანი 85), კოკე, ვილია (გარსია 61), კოსტა.

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

ვალენსია: ალვესი, მატიე, ბარაგანი, რუისი, გუარდადო (პიატი 76), ფეგული (პაბონი 66), პარეხო, რომეუ, ბერნატი, კანალესი, ჟონასი (ალკასერი 62).

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლი: 1:0 კოსტა (59), 2:0 გარსია (63), 3:0 კოსტა (81პ.)

გაფრთხილება: ხუანფრანი (36), კოსტა (45) – რომეუ (12), ფეგული (16), პარეხო (45), რუისი (74)

კარში დარტყმა: 14 (6) – 3 (0) ჯარიმა: 9 - 14 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 3 - 0 ბურთის ფლობა: 49% - 52% სეივი: 0 – 3


კომენტარები (9)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:24 | 02.10.2013
S.A.F. (2852)

ამსტატისტიკოსებს მეტი საქმე არ აქვთ გამიგია გოლები დათვალო ან ნათამაშები მატჩები მაგრამ მოგებები?



და ფრეები ვის აქ ყველაზე მეტი ნათააშები?

15:19 | 02.10.2013
Jonas (1094)

მაესტრო! ანუ ჩავი უკვე ერთპიროვნული ლიდერი გახდება ლიგაზე მე-80-ე გამარჯვებით? )

14:13 | 02.10.2013
Oto. (4710)

ხავიიიი :*
მალე გააუმჯობესებს..როდის აქ მილანთან თამაში?

14:13 | 02.10.2013
beqa-qutaiseli (408)

ჩვენი მაესტრო,მიდი მიაწექი ჩავი

13:18 | 02.10.2013
nikoloz (319)

გეგუჩAძე დანიშეთ ეროვნული ნაკრების ტრენერად და ზალიან ბევრს მოიგებთ გთხოვთ საქართველოს სახელით არ გვინდა არც ცხადაძე და არავი გია გეგუჩაძის გარდა დიდი ტრეერიაა!!!!!!!!!!!!!! ფედერაცია თვალები გაახილეე..გეგუჩაძეეეეეეეეეე

13:38 | 02.10.2013
amigo23 (14112)

მგონი სტატია შეგეშალა

13:15 | 02.10.2013
ikaaa-ikaaa (1738)

რო არა მოურინიო გაგიჩირდებოდა მაგ რეკორდის მოხსნა ყოველ შემტხვევაშI ამ ეტაპზე მაინც ვერ შეძლებდი..შეუდარებელი ხარ მაესტროო

14:13 | 02.10.2013
beqa-qutaiseli (408)

მაურინიო რა შუაშია

13:00 | 02.10.2013
RMA FANS (3925)

მიდი ჩავი განაგრძე ჯიგარო გეკუთვნის )

12:20 | 02.10.2013
amigo23 (14112)

მაესტრო

11:51 | 02.10.2013
babubabu (17085)

კიდე გააგრძელებს...ესეთ ფეხბურთელებს უნდა ეკუთვნოდეთ ესეტი რეკორდები....

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.103768
სარეკლამო ადგილი - 99
X x X