კალათბურთი

10:51 | 14.03.2013 | ნანახია NaN - ჯერ

"ატლანტას" გამარჯვება და კობი ბრაინტის ტრავმა

  ლარი დრიუს და მის გაწვრთნილ "ატლანტას" კალიფორნიული გრანდთან - "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" საშინაო დაპირისპირების წინ სერიოზული პრობლემები გააჩნდა. სხვადასხვა სახის ტრავმების გამო "ჰოუქსს" დააკლდნენ გუნდის უდავო ლიდერები ჯეფ ტიგი, ჯოშ სმიტი და ზაზა ფაჩულია. მაგრამ მიუხედავად ამ ფაქტორისა ჯორჯიის შტატის წარმომადგენლებმა ბოლომდე გმირულად იბრძოლეს და ვარსკვლავებით "გაძეძგილ" "ლეიკერსს" 4 ქულიანი მარცხი ააგემეს 96:92.
შეხვედრაში ანგარიში მეტა ვორლდ ფისის ზუსტი სამქულიანით გაიხსნა, მომდევნო შეტევაში ლეგენდრულმა გამთამაშებელმა სტივ ნეშმა ჩააგდო საშუალო დისტანციიდან და სტუმრები 5:0 დაწინაურდნენ. ცუდი სტარტის შემდეგ მასპინძლები დროულად გამოფხიზლდნენ და ნელ-ნელა დაალაგეს თამაში. პირველი მეოთხედის მიწურულს, როდესაც ანგარიში ფრე გახლდათ 19:19, "ატლანტას" ახაალწვეულმა ჯენკინსმა ზედიზედ 5 ქულა მიართვა მეტოქეს, შელვინ მაკმაც გამოიჩინა თავი და "ჰოუქსი" 26:19 გაიჭრა წინ.
მეორე პერიოდში "ჰოუქსი" აგრძელებდა დომინირებას და მეთოდურად ზრდიდა უპირატესობას ანგარიშში. შთამბეჭდავი გახლდათ დომინიკელი ცენტრი ალ ჰორფორდი, რომელმაც რამდენჯერმე ისე გადატენა ბურთი თავზე კალიფორნიელთა მთელ დაცვას, რომ დარბაზი ოვაციებისაგან კინაღამ "დაინგრა". თავის მხრივ "ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაინტი ჩრდილში ყოფნას ამჯობინებდა და შეხვედრის პირველი ნახევარში მან თამაშიდან 8 ბურთი ესროლა და მხოლოდ 1 ჩააგდო (4 ქულა). მასპინძლები დიდ შესვენებაზე 12 ქულიანი ჰანდიკაპით გავიდნენ 55:43.
მაიკ დანტონიმ მოახერხა საკუთარი კალათბურთელების გამოფხიზლება და მესამე მეოთხედში პარკეტზე უკვე ძალზე მოტივირებული "ლეიკერსი" ვიხილეთ. შესანიშნავი გახლდათ ბრაინტი, რომელმაც საკუთარ თავზე აიღო თამაში და 12 წუთში მეტოქეს 20 ქულა უთავაზა, მატჩი უაღრესად დაიძაბა. უკანასკნელ მეოთხედში ვერცერთი გუნდი ვერ ახერხებდა დიდი სხვაობით გაქცეოდა მეტოქეს, თუმცა "ატლანტა" მცირე უპირატესობას მაინც ფლობდა. საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე ჯენკინსმა საჯარიმო ტყორცნა ზუსტად გამოიყენა და მასპინძლები წინ გავიდნენ 93:89. თითქოს შეხვედრის გადარჩენის შანსი ძალიან შემცირდა "ლეიკერსისთვის", მაგრამ არა კობისთვის, მან ძალიან შორიდან უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ტყორცნა გამოიყენა და ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა 92:93. კაილ კორვერზე აღებულმა ტაქტიკურმა ფოლმა გაამართლა, რადგან "ატლანტას" მცველმა ორიდან მხოლოდ ერთი თავისუფალი ტყორცნა გამოიყენა 94:92. შეხვედრის გადასარჩენად კალიფორნიელებს 16 წამი რჩებოდათ. "შავმა მამბამ" ამჯერადაც საკუთარ თავზე აიღო თამაში, მარჯვენა კუთხიდან შეიჭრამეტოქის ზონაში და საშუალო დისტანციიდან ტყორცნა, თუმცა არაზუსტად. პარკეტზე დაშვებისას ბრაინტი წამოედო დანტეი ჯონსს და ფეხის ტრავმა მიიღო, რაც შეიძლება უფრო საგანგაშო აღმოჩნდეს, ვიდრე დღევანდელი მარცხი "ატლანტასთან".
შეხვედრის MVP ალ ჰორფორდი გახდა, რომელმაც საკუთარ ანგარიშზე ორმაგი დუბლი ჩაიწერა 14 ქულა + 14 მოხსნა +4 შედეგიანი გადაცემა.
დღევანდელი წარმატების შემდეგ "ატლანტა" 35 მოგებითა და 29 მარცხით საკუთარ, სამხრეთ აღმოსავლეთ დივიზიონში მეორეა, ჩამორჩება რა მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" (49-14), ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე. "ლეიკერსმა"(38-32) მარცხის მიუხედავად მაინც შეინარჩუნა  ადგილი დასავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ზონაში (მერვე პოზიცია), ვინაიდან მათმა უშუალო კონკურენტმა "იუტამ" უშანსოდ დათმო საკუთარი შეხვედრა "ოკლაჰომასთან."

ატლანტა - ლეიკერსი 96:92 (26:19, 29:24, 21:31, 20:18)
ატლანტა: ჯონსი, ჰორფორდი (14), პეტრო (10), ტოლივერი (9), ჰარისი (17); ჯენკინსი (), კორვერი (15), ჯონსონი (12), მაკი (7), ჯენკინსი (12)
ლეიკერსი: ნეში (11), ბრაიანტი (31), ჰოვარდი (10+16მ), კლარკი (4), ვორლდ ფისი (20); მიქსი (3), ჯემისონი (7), ბლეიკი (6)

ფილადელფია - მაიამი 94:98 (22:21, 17:30, 27:20, 28:27)
ფილადელფია: ჰოლიდეი (21), ვილკინსი (5)თ. იანგი (24), თერნერი (15), ჰოუსი (6); ჯენკინსი (2),  იანგი (3), რაიტი (13), ალენი (5)
მაიამი: ჩელმერსი (7), უეიდი (21), ბოში (10), ჯეიმსი (27), ჰასლემი (5); ალენი (12), ანდერსენი (10), კოული, ბეტიე (6)

ვაშინგტონი - მილუოკი 106:93 (30:21, 30:23, 15:34, 31:15)
ვაშინგტონი: ვოლი (23), ოკაფორი (6), ნენე (13), ვებსტერი (20), ტემპლი (13); სერაფინი (4), მარტინი, ბუკერი (13), არიზა (14)
მილუოკი: ჯენინგსი (8), ელისი (26),სანდერსი (17+11მ), დანლივი, ილიასოვა (21+12მ); აიონი (2), იუდო (3), რედიკი (16), დალამბერი

ინდიანა - მინესოტა 107:91 (35:28, 27:26, 20:15, 25:22)
ინდიანა: ჰილი (16), სტივენსონი (5), ჰიბერტი (27+12მ), ვესტი (13+10მ), ჯორჯი (17); იანგი (4), ტ.ჰენსბრო (5), ჯონსონი (12), მაინმი (5), ოგუსტინი (3)
მინესოტა: რიდნური (17), სტიმსმა (13), ჟელაბალი, რუბიო (21+10პ), უილიამსი (10); კანინგემი (12), ბარეა (5), შვედი (7), ჯონსონი (6)

ბოსტონი - ტორონტო 112:88 (21:22, 28:18, 32:22, 31:26)
ბოსტონი: ლი (11), ბრედლი (5), გარნეტი (12), ბასი (11), პირსი (15); ვილკოქსი (7), გრინი (20), ტერი (12), კროუფორდი (12), უილიამსი (5), ვაითი (2)
ტორონტო: ლოური (5), დეროზანი (17), ვალანჩუნასი (9), გეი (19), ჯონსონი (9); ფილდსი (7), როსი (13), ტელფაირი (5), ანდერსონი (4), ლუკასი

ჰიუსტონი - ფინიქსი 111:81 (30:25, 28:20, 32:17, 21:19)
ჰიუსტონი: ლინი (13), ჰარდენი (18), აშიკი (14), მოტეიუნასი (19), პარსონსი (11); ბევერლი (6), რობინსონი (12), დუგლასი (), სმიტი (6),ანდერსონი (4),დელფინო (5), ბრუქსი (3)
ფინიქსი: დრაგიჩი (11), ჯონსონი (15), სკოლა (4), მარკიფ მორისი (4), მარკუს მორისი (5); გარეტი (10), დადლი (5), ტაკერი, მარშალი (10), ჰადადი (2), ონილი (6), ბისლი (10)

ოკლაჰომა - იუტა 110:87 (29:19, 21:9, 29:28, 31:31)
ოკლაჰომა: ვესტბრუკი (19), სეფალოშა (7), პერკინსი, იბაკა (10), დურანტი (23+10მ); მარტინი (15), კოლისონი (6), ფიშერი (10), ტაბიტი, ბრიუერი (4), ჯექსონი (12), ჯონსი (4)
იუტა: მო. უილიამსი (5), ფოი (6), ჯეფერსონი (8), მილსაპი (7), ქეროლი; მა. უილიამსი (4), ბარქსი (7), ვოტსონი (9), ფეივორსი (6), კანტერი (12), ევანსი (3), ჰაივარდი (20),

საკრამენტო - ჩიკაგო 121:79 (34:20, 31:16, 28:24, 28:19)
საკრამენტო: ტომასი (22), ევანსი (26), პატერსონი (14), ტომპსონი (12), სალმონსი (5); ჰოუსი (10),ტორნტონი (7), დუგლასი (10), ფრედიტი (9), აუთლო,ოლდრიხი (6),
ჩიკაგო: რობინსონი (19), ბელინელი, ნოა (6), ბუზერი (21), დენგი (10); ბატლერი (6), მოჰამედი (2), ტიგი (6), რადმანოვიჩი ,ჰაინრიხი (9),კუკი (9)

დენვერი - ნიუ იორკი 117:94 (31:26, 33:16, 33:27, 20:25)
დენვერი: ლოუსონი (13), იგუადალა (14), კუფოსი (6), ფარიდი (11+10მ), გალინარი (16); მილერი (4), ბრიუერი (10), მაკგი (8), ჰემილტონი (2), ჩენდლერი (24), მოზგოვი (2), ფურნიე (5), რენდოლფი (2)
ნიუ იორკი: ვაითი (10), შამპერტი (20), ჩენდლერი (4), ენტონი (9), ფელტონი (8); პრიჟიონი (5), ტომასი (4), კოუპლენდი (7),კიდი (3),  სმიტი (15), ნოვაკი (4), მარტინი (15)

კლიპერსი - მემფისი 85:96 (24:24, 28:30, 17:21, 16:21)
კლიპერსი: პოლი (24), ბილაფსი (10), ჯორდანი (4), გრიფინი (22), ბარნსი (14); კროუფორდი (2), ოდომი (7), ჰილი (2), ტურიაფი
მემფისი: კონლი (17+11პ), ალენი (7), გასოლი (21), რენდოლფი (13), პრინსი (18); როტენი, პოინდექსტერი (11), ბეილისი (7), დევისი (2)

გოლდენ სტეიტი - დეტროიტი 105:97 (28:20, 22:30, 30:23, 25:24)
გოლდენ სტეიტი: კარი (31), ტომპსონი (10),ბოგატი (7), ლი (20+15მ), ბარნსი (13); ლენდრი (4), ჯეკი (19), ეზელი (1),  გრინი
დეტროიტი: სტაკი (22), სინგლერი (17), მონრო (13), მაქსიელი (8), კალდერონი (6); მიდლეტონი (4), ჯერებკო (11), ბაინამი (16)

 

დასავლეთ კონფერენცია

 

1. სან ანტონიო 65 49 3 3 16 6788:6259 0.754
2. ოკლაჰომა 65 48 4 1 17 6925:6308 0.738
3. მემფისი 63 44 3 1 19 5912:5635 0.698
4. კლიპერსი 66 45 0 1 21 6659:6230 0.682
5. დენვერი 66 44 3 1 22 6999:6677 0.667
6. გოლდენ სტეიტი 66 37 2 2 29 6642:6649 0.561
7. ჰიუსტონი 65 35 0 3 30 6947:6712 0.538
8. ლეიკერსი 66 34 2 0 32 6757:6679 0.515
9. იუტა 65 33 3 2 32 6383:6429 0.508
10. დალასი 63 30 1 8 33 6388:6445 0.476
11. პორტლენდი 63 29 5 1 34 6174:6288 0.460
12. მინესოტა 62 22 1 1 40 5862:6064 0.355
13. საკრამენტო 66 23 0 4 43 6560:6912 0.348
14. ნიუ ორლეანი 65 22 1 3 43 6140:6373 0.338
15. ფინიქსი 65 22 3 2 43 6137:6527 0.338

 

აღმოსავლეთ კონფერენცია

 

1. მაიამი 63 49 5 1 14 6508:6041 0.778
2. ინდიანა 64 40 2 3 24 6031:5743 0.625
3. ნიუ იორკი 62 38 0 1 24 6156:5958 0.613
4. ბრუკლინი 65 38 5 0 27 6191:6135 0.585
5. ჩიკაგო 64 35 3 1 29 5892:5875 0.547
6. ბოსტონი 64 35 7 4 29 6139:6127 0.547
7. ატლანტა 64 35 4 1 29 6215:6193 0.547
8. მილუოკი 63 32 3 2 31 6233:6299 0.508
9. ტორონტო 65 25 2 7 40 6348:6454 0.385
10. ფილადელფია 64 24 2 1 40 5915:6161 0.375
11. კლივლენდი 64 22 0 1 42 6244:6461 0.344
12. დეტროიტი 67 23 0 3 44 6323:6592 0.343
13. ვაშინგტონი 63 21 0 5 42 5792:5988 0.333
14. ორლანდო 65 18 0 3 47 6126:6533 0.277
15. შარლოტი 64 14 3 1 50 5954:6593 0.219



0.191473