“ატლანტა ჰოუკსმა” მიმდინარე პლეი ოფის მიჯრით მესამე მატჩი წააგო “ბოსტონ სელტიკსთან” 79:101, სერიას 1:3-ს აგებს და შემდგომ სტადიაზე გასვლის საქმეც უკიდურესად გაირთულა. სერიის პირველი შეხვედრის მოგების შემდეგ ჯორჯიელებმა ჯერ საკუთარ “ფილიპს არენაზე” დათმეს ორთაბრძოლა მასაჩუსეტსელებთან, შემდეგ ორჯერ ბოსტონის TD Garden-შიც მოეცარათ ხელი. ბოლოსწინა შეხვედრაში “ქორებმა” თავიანთი ლიდერების ზაზა ფაჩულიას, ალ ჰორფორდისა და ჯოშ სმიტის გარეშე იასპარეზეს და მოწინააღმდეგემ მათი გატეხვა მხოლოდ ოვერტაიმში შეძლო, დღეს გამთენიისას ატლანტელებს ჰორფორდი და სმიტი დაუბრუნდათ, თუმცა, ამჯერად უშანსოდ წააგეს. “მეტოქემ ყველა კომპონენტში დაგვჯაბნა, ამიტომაც შედეგი ლოგიკურია”, - ამგვარი რეზიუმე გაუკეთა მატჩს “ჰოუკსის” დამრიგებელმა ლარი დრიუმ. მასპინძლები თავიდანვე ფლობდნენ ინიციატივას, მესამე პერიოდში კი ქულათა სხვაობამ 37-ს მიაღწია. “ატლანტამ” ასპარეზობის დასკვნით ნაწილში ქულათა დეფიციტის შემცირება კი მოახერხა, თუმცა, მაინც სოლიდური სხვაობით დამარცხდა. ბოსტონელთაგან აღსანიშნავია რაჯონ რონდოს ბრწყინვალე თამაში. მან 20 ქულას პარტნიორთა მისამართით შესრულებული 16 შედეგიანი პასიც მიამატა. კევინ გარნეტს რაც შეეხება, 35 წლის ვეტერანმა პარკეტზე 27 წუთი დაჰყო და ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ჩატარებულ შეხვედრებში 50 ათას სათამაშო წუთს გადასცდა. ოთხთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული ალ ჰორფორდის მონაგარი 12 ქულითა და 5 მოხსნით (ჯორჯიელთა ცენტრმა 20 წუთი იასპარეზა) გამოისახა.
სერიის მეხუთე შეხვედრა ჩვენი დროით 9 მაისს გამთენიისას ჩატარდება და მასში სავარაუდოდ ზაზა ფაჩულიაც ითამაშებს.
ფილადელფია – ჩიკაგო 89:82 (24:15, 20:27, 20:21, 25:19)
ფილადელფია: სასტარტო: ჰოვზი (22ქ, 8მ), ჰოლიდეი (20ქ, 8მ, 6პ), იგუდალა (14ქ, 12მ), ტერნერი (9ქ), ბრენდი (7ქ, 9მ). შემცვლელები: იანგი (8ქ), უილიამსი (7ქ), მიკსი (2ქ), ალენი.
ჩიკაგო: სასტარტო: ბუზერი (23ქ, 11მ), უოტსონი (17ქ), დენგი (11ქ), ჰემილტონი (7ქ), აშიკი (1ქ). შემცვლელები: გიბსონი (14ქ, 12მ, 4დ), კორვერი (5ქ), ლუკასი (4ქ), ბრუერი, ბატლერი.
სერიის ანგარიში 3:1
ნიუ იორკი - მაიამი 89:87 (20:18, 18:26, 26:17, 25:26)
ნიუ იორკი: სასტარტო: კარმელო ენტონი (41ქ), სტაუდმაიერი (20ქ, 10მ), ფილდსი (5ქ), დევისი (2ქ), ჩენდლერი (1ქ, 9მ). შემცვლელები: სმიტი (7ქ), ბიბი (6ქ), ჰარელსონი (4ქ), ნოვაკი (3ქ), ჯეფრისი.
მაიამი: სასტარტო: ლებრონ ჯეიმსი (27ქ), უეიდი (22ქ, 6პ), ბოში (17ქ, 9მ), ჩელმერზი (6ქ), ჰასლემი (6ქ). შემცვლელები: ენტონი (4ქ), მილერი (3ქ), ბატიე (2ქ), ჯონსი.
სერიის ანგარიში 1:3
ბოსტონი – ატლანტა 101:79 (32:19, 32:22, 26:22, 11:16)
ბოსტონი: სასტარტო: პირსი (24ქ), რონდო (20ქ, 16პ), გარნეტი (13ქ), ბასი (10ქ), ბრედლი (6ქ). შემცვლელები: ალენი (12ქ), დულინგი (10ქ), დენიელზი (4ქ), სტიემსმა (2ქ), პეტრიუსი, პავლოვიჩი, მური, ჰოლინზი.
ატლანტა: სასტარტო: სმიტი (15ქ, 13მ), ჯ. ჯონსონი (9ქ), ტიგი (7ქ), ჰაინრიკი (2ქ), კოლინზი. შემცვლელები: ჰორფორდი (12ქ, 5მ), პარგო (11ქ), უილიამსი (8ქ), დამპიერი (8ქ), გრინი (4ქ), მაკგრეიდი (2ქ), ი. ჯონსონი (1ქ), რადმანოვიჩი.
სერიის ანგარიში 3:1
დენვერი – ლეიკერსი 88:92 (28:26, 23:19, 20:25, 17:22)
დენვერი: სასტარტო: გალინარი (20ქ), ლოუსონი (11ქ, 6პ), აფლალო (6ქ), ფარიდი (6ქ, 7მ), მოზგოვი (6ქ). შემცვლელები: მილერი (15ქ, 7მ), ჰარინგტონი (9ქ), მაკგი (8ქ, 4დ), ბრუერი (7ქ).
ლეიკერსი: სასტარტო: ბრაიანტი (22ქ, 8მ, 6პ), ბაინემი (19ქ, 7მ), პაუ გასოლი (13ქ, 9მ, 6პ), სეშნსი (12ქ), ებენკსი. შემცვლელები: ჰილი (12ქ, 11მ), ბლეიკი (10ქ), ბარნსი (4ქ).
სერიის ანგარიში 1:3







