კალათბურთი

11:42 | 14.02.2013 | ნანახია [] - ჯერ

"ატლანტა" "ორლანდოს" იოლად გაუსწორდა

"ორლანდოს" ვარდნა საკალათბურთო ფსკერისკენ გრძელდება. ჯაკ ვონის დამოძღვრილ გუნდს ბოლო 13 თამაშიდან 12 ჰქონდა წაგებული და დღეს გამთენიისას საკუთარ დარბაზში ეს წარუმატებლობათა სერია გააგრძელა, დათმო რა კიდევ ერთი მატჩი "ატლანტასთან" 76:108.
სტუმრებმა შეხვედრა ძალიან აქტიურად დაიწყეს და პირველივე წუთებიდან მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა, რომელიც შემდეგ ანგარიშშიც გარდასახეს. "ჰოუქსის" კალათბურთელებმა ბრწყინვალედ გამოიყენეს საკუთარი უპირატესობა წინა ხაზში და მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. ჯოშ სმიტმა და ელ ჰორფორდმა კიდევ ერთი შესანიშნავი მატჩი ჩაატარეს და ორივე მათგანმა ამჯერადაც ორმაგი დუბლები გაიფორმეს. თავის მხრივ, ჯორჯიულ კლუბს სათადარიგოთა სკამიც 34 ქულით "წაეხმარა" და "მეჯიქი" უშანსოდ დატოვა. მასპინძლები შეხვედრის მიმდინარეობისას 38 ქულიანი სხვაობითაც კი მარცხდებოდნენ, თუმცა ბოლოსკენ -32 დააფიქსირეს. "ორლანდოს" რიგებში არ აღმოჩნდა კალათბურთელი რომელიც 10 ქულაზე მეტს დააგროვებდა და კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამდენს ნიშნავდა მათთვის ამჟამად ტრავმირებული გლენ დევისი, რომელსაც ტერფის ძვალი აქვს გატეხილი.
"ატლანტას" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო მატჩი. მან პარკეტზე უჩვეულოდ მცირე 17:16 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში მშვენიერი სტატისტიკა გამოიმუშავა 8 ქულა (3-9 ორქულიანი, 2-2 საჯარიმო), 6 მოხსნა (3 მეტოქის ფარზე) და 1 შედეგიანი პასი.
დღევანდელი გამარჯვების შემდეგ "ჰოუქსი" (29-22) აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება, ხოლო საკუთარ ცენტრალურ დივიზიონში მეორეა, ჩამორჩება რა მხოლოდ მოქმედ ჩემპიონ "მაიამის" (35-14).
"ბრუკლინი " საკუთარ Barclays A rena-ზე "დენვერ ნაგეთსს" მასპინძლობდა. "ნეთსს" განაცხადში არ ჰყავდა გუნდის უდავო ლიდერი დერონ უილიამსი, ხოლო სტუმრებს თავის მხრივ გაცილებით უფრო დიდი დანაკლისის გააჩნდათ ანდრე იგუდალას და დანილო გალინარის სახით.
შეხვედრა მაღალ სათამაშო ტემპში წარიმართა და მშვენიერი საყურებელი გამოდგა. ორივე გუნდმა აქცენტი შეტევაში თამაშზე გააკეთა. სასტარტო ხუთეულში მოხვედრილმა  სი ჯეი ვოტსონმა მშვენივრად გაართავა თავი ძირითადი გამთამაშებლის ფუნქციას, მან მეტოქეს 25 ქულა უთავაზა და თანაგუნდელებს 6 შედეგიანი გადაცემაც მიაწოდა.
"ბრუკლინმა" პირველი მეოთხედის წაგების შემდეგ (23:26) დროულად მოახერხა გამოფხიზლება და შემდგომ ორ პერიოდში ჯამში მეტოქეს 17 ქულა მოუგო და საკმაოდ დიდი ჰანდიკაპით შეხვდა უკანასკნელ 12 წუთს. ტაი ლოუსონმა სცადა სიტუაციის გამოსწორება და რამდენჯერმე "ნაგეთსი" მეტოქეს სახიფათო დისტანციაზე მიუახლოვდა, თუმცა ამჯერად ჯო ჯონსონმა და ბრუკ ლოპესმა აიღეს თამაში დროულად საკუთარ თავზე და ბოლო წუთებზე ნერვიულობის გარეშე მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ გამარჯვებამდე 119:108.
პი ჯეი კარლესიმომ ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი თორნიკე შენგელია სამატჩო 13 კაციან განაცხადში კი შეიყვანა, თუმცა პარკეტზე სათამაშოდ არ შეუშვია და იგი მატჩის ბოლომდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა.
 
ორლანდო - ატლანტა 76:108 (19:25, 17:32, 20:33, 20:18)
ორლანდო: ნელსონი (10), ნიკოლსონი (10), ჰარკლესი (4), ვუჩევიჩი (6), აფლალო (9); მური (9), მაკრობერტსი, სმიტი (8),ოქვინი (6), რედიკი (8), აიონი, ჯონსი (6),
ატლანტა: ტიგი (7), ჰორფორდი (26+12მ), სმიტი (30+10მ), ტოლივერი (7), ჰარისი (4); ჯენკინსი (9), ფაჩულია (8), ჯონსონი, მორროუ (3), სტივენსონი (5), სკოტი (2), კორვერი (7)

კლივლენდი - სან ანტონიო 95:96 (22:21, 32:25, 19:28, 22:22)
კლივლენდი: ირვინგი (6), უეიტერსი (20), ზელერი (16),  ტომფსონი (10), ჯი (7); მაილსი (10),ვოლტონი (5), სპეიტსი (9), ელინგტონი (5), ლივინგსტონი (8)
სან ანტონიო: პარკერი (24), გრინი (4), ლეონარდი (13+10მ), სპლიტერი (6), დანკანი (13); დიაუ, ჯინობილი (5), ნილი (15), ბონერი (2), დე კოლო (2), ბლერი (12)

ინდიანა - შარლოტი 101:77 (30:29, 19:17, 21:14, 31:17)
ინდიანა: ჰილი (11), სტივენსონი (5), ჰიბერტი (10), ტ.ჰენსბრო (19), ჯორჯი (23); იანგი (2), ბ.ჰენსბრო, გრინი (2), მაინმი (10), ოგუსტინი (3), ჯონსონი (6), პენდერგრაფი (10), პლამლი
შარლოტი: ვოკერი (8), ჰენდერსონი (14), ბიიომბო (5), მულენსი (19),კიდ-ჯილკრისტი (2); სეშენსი (13), გორდონი (8), ტეილორი (6), ჰეივუდი, ადრიენი

ბოსტონი - ჩიკაგო 71:69 (24:15, 11:21, 8:13, 28:20)
ბოსტონი: ლი (7), ბრედლი (10), გარნეტი (12), ბასი (14), პირსი (8); ვილკოქსი, კოლინსი ,გრინი (8), ტერი (12)
ჩიკაგო: რობინსონი (6), ჰემილტონი (2), ნოა (10+16მ), ბუზერი (11+11მ), დენგი (8); ბატლერი (11), ბელინელი  (12), გიბსონი (4), ტიგი (5), კუკი

ბრუკლინი - დენვერი 119:108 (23:26, 39:31, 33:24, 24:27)
ბრუკლინი: უოტსონი (25), ჯონსონი (26), ლოპესი (23), ევანსი (6), ვოლესი (8); ბლაჩი (5), ბრუქსი, ტეილორი (6), ბოგანსი (6), ჰამფრიზი (14)
დენვერი: ლოუსონი (26), ბრიუერი (12), კუფოსი (9), ფარიდი (7), ჩენდლერი (11); მილერი (8), მაკგი (14), ჰემილტონი (15), ფურნიე (4), რენდოლფი (2), მოზგოვი

ნიუ იორკი - ტორონტო 88:92 (18:14, 24:23, 18:28, 28:27)
ნიუ იორკი: კიდი, შამპერტი (5), ჩენდლერი (10), ენტონი (12), ფელტონი (16); პრიჟიონი, სტადემაირი (10), სმიტი (26), ნოვაკი (9)
ტორონტო: ლოური (12), დეროზანი (20), ვალანჩუნასი, გეი (4), ფილდსი (4); ჯონსონი (5), ბარნიანი (2), როსი, ანდერსონი (26), ლუკასი (12)

დეტროიტი - ვაშინგტონი 96:85 (21:19, 23:26, 21:23, 31:17)
დეტროიტი: ნაითი (6), სინგლერი (12), მონრო (16), მაქსიელი (1), კალდერონი (24); კრავცოვი (4), სტაკი (2), ბაინამი (20), ვილიანუევა (11)
ვაშინგტონი: ვოლი (16), ოკაფორი (20), ნენე (10), ვებსტერი (9), ტემპლი (4); ბილი (10), სერაფინი (2), სინგლეტონი (4), არიზა (10), პრაისი

მილუოკი - ფილადელფია 94:92 (18:28, 25:22, 29:25, 22:17)
მილუოკი: ჯენინგსი (21), ელისი (27), დალამბერი (17), მბა მოუტე (10), ილიასოვა (7); დანლივი (11), იუდო,უდრიჰი (1)
ფილადელფია: ჰოლიდეი (16), ნ. იანგი (14),ალენი (7), თერნერი (20), ჰოუსი (19); პარგო (2), რაიტი (4), აივი (3), ვილკინსი (2), მოუტრი (5)

ნიუ ორლეანი - პორტლენდი 99:63 (19:14, 19:12, 29:18, 32:19)
ნიუ ორლეანი; რივერსი (8), ვასკესი (10), ლოპესი (5), დევისი (21+11მ), ამინუ (10); ტომასი (2), ანდერსონი (14),სმიტი (13), რობერტსი (7),მასონი (6), მილერი (3)
პორტლენდი: ლილარდი (12), მეტიუსი, ჰიქსონი (10), ოლდრიჯი (6), ბატუმი (3); ლეონარდი (6), ფრილანდი (6), კლავერი (11), ბარტონი (9), ბაბიტი, სმიტი.

მინესოტა - იუტა 93:97 (17:10, 23:32, 23:26, 30:29)
მინესოტა: რიდნური (18), პეკოვიჩი (19+13მ), ჟელაბალე (2), რუბიო (18+10პ+9მ), უილიამსი (24); კანინგემი (6), ბარეა (6), სტიმსმა
იუტა: ტინსლი  (3), ფოი (10), ჯეფერსონი (20+11მ), მილსაპი (21), მა. უილიამსი; უოტსონი (6), ფეივორსი (7), კანტერი (10), კეროლი (11), ბარქსი (9)

დალასი - საკრამენტო 123:100 (30:27, 29:17, 33:33, 31:23)
დალასი: კოლისონი (18), მეიო (10), მერიონი (9), ჯეიმსი (5), ნოვიცკი (17); და. ჯონსი (6),კარტერი (26), კრაუდერი (11), რაიტი (5), ბრენდი (4), ბობუა (4), მ. ჯეიმსი (8)
საკრამენტო: ტომასი (12), ევანსი (23), კაზინსი (17+13მ), ტომპსონი (17), სალმონსი (6); ჯონსონი (16), გარსია (6), ფრედიტი (3)

 

დასავლეთ კონფერენცია


1. სან ანტონიო
54 42 12 5626:5172 0.778
2. ოკლაჰომა 52 39 13 5520:5046 0.750
3. კლიპერსი 55 38 17 5500:5146 0.691
4. მემფისი
51 33 18 4778:4600 0.647
5. დენვერი
54 33 21 5674:5481 0.611
6. გოლდენ სტეიტი
52 30 22 5251:5263 0.577
7. იუტა
54 30 24 5307:5326 0.556
8. ჰიუსტონი
55 29 26 5837:5681 0.527
9. ლეიკერსი
53 25 28 5387:5324 0.472
10. პორტლენდი
53 25 28 5123:5282 0.472
11. დალასი
52 23 29 5270:5343 0.442
12. მინესოტა
50 19 31 4756:4861 0.380
13. ნიუ ორლეანი
53 19 34 4987:5145 0.358
14. საკრამენტო
54 19 35 5229:5604 0.352
15. ფინიქსი
53 17 36 5017:5297 0.321

 

აღმოსავლეთ კონფერენცია


1. მაიამი
49 35 14 5051:4740 0.714
2. ნიუ-იორკი
50 32 18 5017:4786 0.640
3. ინდიანა
53 32 21 4919:4764 0.604
4. ბრუკლინი
53 31 22 5045:5017 0.585
5. ჩიკაგო
52 30 22 4841:4760 0.577
6. ატლანტა
51 29 22 4945:4905 0.569
7. ბოსტონი
52 28 24 4983:4981 0.538
8. მოლუოკი
51 26 25 4970:5023 0.510
9. ფილადელფია
51 22 29 4707:4864 0.431
10. ტორონტო
53 21 32 5179:5250 0.396
11. დეტროიტი
54 21 33 5144:5235 0.389
12. კლივლენდი
53 16 37 5139:5367 0.302
13. ვაშინგტონი
51 15 36 4657:4856 0.294
14. ორლანდო
52 15 37 4888:5165 0.288
15. შარლოტი
52 12 40 4877:5340 0.231

 

გიორგი ბარბაქაძე




0.174307