ფეხბურთი

15:33 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ათიდან რვა ფეხბურთელი კარში დაარტყამდა”

ყენია მიკროტრავმის გამო შეცვალეს


“კარგად ვითამაშე, მაგრამ ისეთი არაფერი გამიკეთებია... გოლის მომენტში გამიმართლა. ბურთი როცა მივიღე, იმაზე ვფიქრობდი, რომ რაც შეიძლება წინ წავსულიყავი. მაინცდამაინც კაცის მოტყუებაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ასე მოხდა. დავინახე ჩემსკენ წამოსული მცველები და სპონტანურად მივიღე გადაწყვეტილება”, – თქვა ლევან ყენიამ “ფორტუნა”-“ბოხუმის” მატჩის (1:0) შემდეგ.

შეხსენებისთვის, ეს ერთადერთი გოლი ყენიას ბრწინვალე გარღვევასა და პასს მოჰყვა. აი, რა თქვა ამაზე “ფორტუნას” მწვრთნელმა ბუსკენსმა:

“ათიდან რვა ფეხბურთელი, იმ მომენტში კარში დაარტყამდა. უმეტესობა ვერ ხედავს უკეთეს პოზიციაზე მყოფ პარტნიორს, ლევანმა კი დაინახა და ეს, მის კლასზე მეტყველებს”.

როგორც იცით, ყენია 68-ე წუთზე შეცვალეს. ამის მიზეზი მიკროტრავმაც იყო: ქუსლით დარტყმის მომენტში მეტოქეს შეეჯახა.

“შემდეგი მატჩი ბილეფელდში გვაქვს. იმედია, ეს ისეთი ტრავმა არ იქნება, რომელიც მატჩს გამომატოვებინებს”, – თქვა ყენიამ.   

0.120065