აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში დასრულებულ ტრადიციულ ტურნირ Baku Open 2013-ის გამარჯვებული რუსი მოჭადრაკე პაველ სმირნოვი (2627) გახდა, რომელმაც 9 ტურში 7.0 ქულა მოაგროვა. მე-2 ადგილზე ბელარუსი სერგეი ჟიგალკო (2664) გავიდა 6.5 ქულით, მე-3 კი კიდევ ერთი რუსი ალექსეი დრეევი (2668) იყო იდენტური მონაგარით.
აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელმა საპრიზო სამეულში ბოლო ტურში მიხეილ მჭედლიშვილის (2663) დამარცხების წყალობით შეაღწია. საბოლოოდ, მიხეილს 5.5 ქულით მე-17 პოზიცია ერგო, ქართველთაგან საუკეთესო შედეგი კი კონსტანტინე შანავას (2567) ჰქონდა, რომელმაც 6.0 ქულა მიითვალა და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 საფეხურზე გავიდა.
ბაქოში მოთამაშე დანარჩენმა ჩვენებურებმა ასეთი შედეგები აჩვენეს: 26. დავით მაღალაშვილი (2502) – 5.0 ქულა; 30. ლევან ფანცულაია (2596) – 5.0; 32. გაიოზ ნიგალიძე (2508) – 5.0; 52. მერაბ გაგუნაშვილი (2585) – 4.0;
ტურნირზე განაცხადი შეტანილი ჰქონდათ ნინო ხურციძეს (2460) და ბაჩანა მორჩიაშვილს (2358), თუმცა, მათ შეჯიბრში მონაწილეობა არ მიუღიათ, ლელა ჯავახიშვილი კი “ბაქსოს თასს” მაშინ გამოეთიშა, როდესაც აქტივში 2.0 ქულა ჰქონდა.