ავტოსპორტი

16:15 | 24.09.2012 | ნანახია [] - ჯერ

ათადგილიანი ჯარიმა შუმახერს

 

სინგაპურის რბოლის დროს, მიხაელ შუმახერი უკნიდან დაეჯახა „ტორო როსოს“ ჟან-ერიკ ვერნს. ინციდენტში სტიუარდებმა მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონის ბრალი დააფიქსირეს, რის გამოც, მას იაპონიის დიდი პრიზის რბოლის სტარტზე, ათადგილიანი ჯარიმა მიუსაჯეს. ანუ, შუმახერი რა შედეგსაც აჩვენებს კვალიფიკაციაზე, სტარტზე იმაზე ათი ადგილით უკან დადგება.

მართალია, ინციდენტი შუმახერის მიზეზით მოხდა, რომელმაც თავისი „მერსედესის“ სათანადო შენელება ვერ უზრუნველყო და ამის გამო, ვერნს უკნიდან დაეჯახა. ვინ იცის, იმ მომენტში მანქანების დაბალი სიჩქარე რომ არა, ამ შემთხვევას რა შედეგი მოჰყვებოდა. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მომხდარმა საკუთრივ შუმახერიც აზარალა და მისი სასჯელიც ეს იყო.

გერმანელი ეჭვობს, რომ ავარია მისმა დაგვიანებულმა რეაქციამ კი არა, მანქანის მექანიკურმა დაზიანებამ გამოიწვია. თუმცა, სტიუარდებზე ამან არანაირად არ იმოქმედა.

„მოსახვევის წინ, რაც შემეძლო, დავამუხრუჭე. ოთხივე ბორბალი დაიბლოკა, მუხრუჭის სატერფულს, რაც შემეძლო დავაჭირე, მაგრამ შეჯახება მაინც მოხდა“, - ყვება შუმახერი.

http://autopanoramaf1.blogspot.com/2012/06/blog-post_7159.html

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.161683