ძიუდო

12:57 | 12.09.2010 | ნანახია [] - ჯერ

ასუმბანიც უმედლოდ დარჩა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლოსწინა დღეც უმედლო გამოდგა. ქართული ოთხეულიდან ტატამს შერჩენილი დავით ასუმბანი (60 კგ) რეპეშაჟის ნახევარფინალში იტალიელ ელიო ვერდესთან იპონით დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის შანსიც დაკარგა.
დამამშვიდებელ ეტაპზე ქართველი მსუბუქწონოსანი მეოთხედფინალიდან გადაერთო, რუს ბესლან მუდრანოვთან წმინდად წაგებით. იქამდე კი, ყაზახი ბაკიჟან ტურებეკოვი, ჰოლანდიელი ხეროენ მოურენი და კანადელი ფრაზერ ვილი იპონ-იპონ ჩამოიცილა.
დღესვე, ტოკიოს ტატამზე ამირან პაპინაშვილი (60 კგ), მინდია ხომიზური და შალვა ქარდავაც (ორივე 66 კგ)  გავიდნენ. პაპინაშვილი ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ხოლო ხომიზური და ქარდავა საწყის ეტაპს ვერ გასცდნენ.
ოთარ მაღლაკელიძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169568