ავტოსპორტი

15:55 | 15.02.2010 | ნანახია [] - ჯერ

"ასტრა პარკში“ ავტომრბოლთა გალა–დაჯილდოების ცერემონიალი ჩატარდება

15 თებერვალს, 19:00 საათზე, "ასტრა პარკში“, "რომპეტროლის 2009 წლის სეზონის“ დახურვის ცერემონიალი მოეწყობა.
წლის განმავლობაში მიღწეულ წარმატებებს ავტომრბოლებს ავტოსპორტის ვეტერანები, მთავრობისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები მიულოცავენ. "რომპეტროლის 2009 წლის სეზონის“ გამარჯვებულ სპორტსმენებს დიპლომები, პრიზები და საჩუქრები გადაეცემათ.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური  სპონსორი "რომპეტროლ საქართველოა“. კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალა–დაჯილდოების ცერემონიალზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.
საავტომობილო სპორტის 2010 წლის სეზონის მხარდამჭერიც კვლავ "რომპეტროლ საქართველო“ იქნება. შესაბამის მემორანდუმს რომპეტროლ საქართველოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი და საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ   მელაძე გალა–დაჯილდოების დროს გააფორმებენ.
"რომპეტროლის 2010 წლის სეზონი“ 28 თებერვალს კუს ტბაზე აღმართის დაძლევით გაიხსნება.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093174