ფეხბურთი

15:01 | 10.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილას” ვლაარის თაობაზე არავინ შეხმიანებია

ბოლო დროს, ძალიან ბევრი იწერება “ასტონ ვილასა” და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველის - რონ ვლაარის ინგლისიდან აბარგების შესახებ. ფეხბურთელის მომავალს ყველაზე ხშირად “რომას” უკავშირებენ.

თუმცა, გუშინ ბირმინგემელთა მთავარმა მწვრთნელმა, პოლ ლამბერტმა, საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ვლაარის თაობაზე ოფიციალური შეთავაზება “ასტონ ვილასთვის” არცერთ გუნდს გაუკეთებია:

“ვლაარის ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ. ვიცი, რომ პრესაში ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ შემიძლია, გითხრათ, რომ მისი შეძენის სურვილი არცერთ გუნდს გამოუხატავს და ვიმედოვნებ, ჰოლანდიელი გუნდში დარჩება.

მასთან ხანმოკლე საუბარი მქონდა და ყველაფერი რიგზეა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ცოტა დრო რჩება და თუ რამე შეიცვალა, მაშინვე შეიტყობთ.” – განაცხადა ლამბერტმა SkySports–თან საუბრისას.

29 წლის მცველმა გასულ მუნდიალზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ჰოლანდიის ნაკრების ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო.

ლევან გოგოტიშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119003