32 წლის ინგლისელი შემტევი ნახევარმცველი ჯო კოული კარიერას "ასტონ ვილაში" გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრიტანული პრესა იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით დღეს, კოული ბირმინგემელთა კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ასტონ ვილასთან" ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემის" აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი კლუბში უთამაშებლობას უჩიოდა და "ჩაქუჩებთან" კონტრაქტის გახანგრძლივება არ ისურვა. შესაბამისად ბირმინგემულმა კლუბმა კოული ხელში უფასოდ ჩაიგდო.
პრემიერლიგის 2013/14 წლების სეზონში ჯო კოულმა 20 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
გიორგი ბალახაძე