ფეხბურთი

18:39 | 17.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ასტონ ვილამ” ბერტრანდი ინათხოვრა

ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი რაიან ბერტრანდი, სეზონის ბოლომდე, ბირმინგემის “ასტონ ვილაში” ითამაშებს.

ლონდონელთა 24 წლის მარცხენაფლანგელს გუნდის მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო არ სწყალობს. ბერტრანდმა, მიმდინარე სეზონში, მხოლოდ 3 თამაში ჩაატარა, აქედან ერთი პრემიერლიგაში. მეტი სათამაშო დროის მისაღებად ფეხბურთელმა “ასტონ ვილას” მიაშურა, სადაც ის არენდის წესით ითამაშებს.

რაიან ბერტრანდი “ჩელსის” პირველ გუნდში 2010 წლიდან ასპარეზობს. ლონდონელთა მაისურით მას 56-ჯერ უთამაშია.

0.104278