ფაბიან დელფის ინგლისის ნაკრებში დებიუტს, “ასტონ ვილას” ხელმძღვანელთა მხრიდან შემოთავაზება მოჰყვა. მათი სურვილია, ნახევარმცველი მიმდინარე სეზონის დასრულების შემდგომაც დარჩეს კლუბში, ვინაიდან, კონტრაქტის მიხედვით, ეს სეზონი ბოლოა 24 წლის ფეხბურთელისთვის. “დეილი მეილის” ცნობით, კლუბის ახალი აღმასრულებელი დირექტორი ტომ კოქსი, აქტიურად მუშაობს ფაბიანის კლუბში დარჩენის თაობაზე.
ბრიტანელი ჟურნალისტები ფეხბურთელთა ხელფასებზე ამახვილებენ ყურადღებას. დელფის თანაგუნდელი დარენ ბენტი, კვირაში 60 000 ფუნტ სტერლინგს გამოიმუშავებს, ხოლო ალან ჰატონი 40 000 ფუნტ სტერლინგს, ამდენივეა დელფის ხელფასიც.
თუ მხარეები, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ზაფხულში ნახევარმცველი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს პოლ ლამბერტის გუნდს.
შეგახსენებთ, რომ 6 მილიონი ფუნტი სტერლინგის სანაცვლოდ, 2009 წელს, დელფი “ლიდს იუნაიტედიან” გადავიდა “ასტონ ვილაში”.
დიმა შარიქაძე