რუდი გარსიას, „რომას“ ახალი მწვრთნელის პოსტზე, შესანიშნავი სტარტი აქვს. დედაქალაქელებმა იტალიის ჩემპიონატის პირველი 3 თამაში მოიგეს და ისინი „ნაპოლისთან“ ერთად გათამაშებას ლიდერობენ.
მე-3 ტურში, „რომა“ „პარმას“ ეწვია და მიუხედავად პირველი ტაიმის წაგებისა, შინ 3 ქულით დაბრუნდა. შესვენებამდე ერთადერთი გოლი ბიაბიანიმ გაიტანა, რომელმაც კასანის ჩაწოდებას ზუსტი თავური მოაყოლა.
თამაში 2 წუთის განახლებული იყო, როდესაც პიანიჩის გადაცემის შემდეგ, ძლიერი დარტყმით, ფლორენციმ ანგარიში გაათანაბრა. 70-ე წუთზე, მასპინძლები ხელოვნური თამაშგარე მდგომარეობის შექმნის დროს შეცდნენ და სტროოტმანის გადაცემის შემდეგ, ტოტი საკუთარ მეკარეს პირისპირ შეატოვეს. სტუმართა ვეტერანმა კაპიტანმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და „პარმას“ კარში თავისი მე-18 გოლი გაიტანა. 36 წლის ფეხბურთელს ამდენჯერ არცერთი სხვა გუნდი არ დაუმწუხრებია.
მიმდინარეობდა 84-ე წუთი, როდესაც „რომამ“ თერთმეტმეტრიანის დარტყმის უფლება მოიპოვა. ვინაიდან ტოტი მოედანზე აღარ იყო, სტანდარტის შესრულება სტროოტმანმა ითავა და ჰოლანდიელმა ახალი გუნდის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
პარმა-რომა 1:3 (1:0)
პარმა, “ენიო ტარდინი”
პარმა (3-1-4-2): მირანტე, კასანი, ფელიპე, ლუკარელი, მარკიონი, ბიაბიანი (სანსონე 77), გარგანო, პაროლო, გობი (მესბა 90), კასანო, ამაური (ოკაკა 69)
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
რომა (4-3-3): დე სანკტისი, მაიკონი, ბენატია, კასტანი, ბალძარეტი, დე როსი, პიანიჩი, სტროოტმანი, ლიაიჩი (ჟერვინიო 54), ტოტი (ბორიელო 76), ფლორენცი (მარკინიო 69)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 ბიაბიანი (39), 1:1 ფლორენცი (47), 1:2 ტოტი (70), 1:3 სტროოტმანი (85, პენ)
გაფრთხილებები: ლუკარელი 42, კასანო 50, კასანი 84, გარგანო 90+3
მსაჯი: მარკო გუიდა
ბურთის ფლობა: 47%-53%, დარტყმა: 11 (2)-14 (8), კუთხური: 5-2, თამაშგარე: 2-4, სეივი: 5-1, ჯარიმა: 16-10.
1. | ნაპოლი | 3 | 3 | 0 | 0 | 9:2 | 9 |
|
2. | რომა | 3 | 3 | 0 | 0 | 8:1 | 9 |
|
3. | ინტერი | 3 | 2 | 1 | 0 | 6:1 | 7 |
|
4. | იუვენტუსი | 3 | 2 | 1 | 0 | 6:2 | 7 |
|
5. | ფიორენტინა | 3 | 2 | 1 | 0 | 8:4 | 7 |
|
6. | ლივორნო | 3 | 2 | 0 | 1 | 6:3 | 6 |
|
7. | ლაციო | 3 | 2 | 0 | 1 | 6:5 | 6 |
|
8. | ვერონა | 3 | 2 | 0 | 1 | 4:4 | 6 |
|
9. | უდინეზე | 3 | 1 | 1 | 1 | 5:4 | 4 |
|
10. | მილანი | 3 | 1 | 1 | 1 | 6:5 | 4 |
|
11. | ტორინო | 3 | 1 | 1 | 1 | 4:4 | 4 |
|
12. | კალიარი | 3 | 1 | 1 | 1 | 4:5 | 4 |
|
13. | ატალანტა | 3 | 1 | 0 | 2 | 3:4 | 3 |
|
14. | ჯენოა | 3 | 1 | 0 | 2 | 5:7 | 3 |
|
15. | ბოლონია | 3 | 0 | 2 | 1 | 3:6 | 2 |
|
16. | სამპდორია | 3 | 0 | 1 | 2 | 2:6 | 1 |
|
17. | პარმა | 3 | 0 | 1 | 2 | 2:6 | 1 |
|
18. | კიევო | 3 | 0 | 1 | 2 | 2:7 | 1 |
|
19. | კატანია | 3 | 0 | 0 | 3 | 1:7 | 0 |
|
20. | სასუოლო | 3 | 0 | 0 | 3 | 1:8 | 0 |
|
ბომბარდირები
ჰამშიკი („ნაპოლი“) – 4; კალიეხონი („ნაპოლი“), პაულინიო („ლივორნო“), როსი („ფიორენტინა“), ვიდალი („იუვენტუსი“) – 3.
შემდეგი ტური
21 სექტემბერი
კალიარი-სამპდორია; კიევო-უდინეზე; ჯენოა-ლივორნო.
22 სექტემბერი
სასუოლო-ინტერი; ატალანტა-ფიორენტინა; ბოლონია-ტორინო; კატანია-პარმა; იუვენტუსი-ვერონა; რომა-ლაციო; მილანი-ნაპოლი.