ფეხბურთი

19:40 | 18.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასპასი - ექვსი კვირით ლაზარეთში

 

“ლივერპულის” ფორვარდი იაგო ასპასი ტრავმირებულია. ,,სკაი სპორტის’’ ცნობით, გუშინ ფეხბურთელმა ბარძაყის კუნთზე დაზიანება “მელვუდის” საწვრთნელ ბაზაზე სავარჯიშო პროცესისას მიიღო.

მედიკოსთა მტკიცებით, ასპასი არამარტო ხვალინდელ შეხვედრას გამოტოვებს ,,სენტ ჯეიმს პარკზე’’ “ნიუკასლის” წინააღმდეგ, არამედ ექვსი კვირით მაინც დააკლდება კლუბს.

შეგახსენებთ, ესპანელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვიგოს ,,სელტადან’’ ,,ლივერპულში’’ გადავიდა, სადაც ჩატარებულ ექვს შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

 

დიმიტრი შარიქაძე

0.123211