“ჰიუსტონმა” ომერ აშიკის გაცვლა ვერცერთ კლუბში ვერ მოახერხა, ამდენად, თურქი ცენტრი კარიერას ისევ “როკეტსში” გააგრძელებს. ჰიუსტონელები აშიკის თავიდან მოშორებას ბოლო 2 კვირის განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს.
თურქი კალათბურთელის პოტენციურ მსურველებს მისი სახელფასო მადა აშინებდათ, რადგანაც კონტრაქტის მიხედვით, აშიკმა მომავალ სეზონში 14.9 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, ომერის საკუთარ რიგებში ხილვა ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსსაც” სურდა და არსებობდა ვარაუდი, რომ გაცვლაში ქართველი კალათბურთელიც უნდა ჩართულიყო, თუმცა, ახლა, ეს საუბრები მინიმუმ მომავალი წლის თებერვლამდე შეწყდება.