კალათბურთი

16:52 | 28.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ასელაინისა და “რუსთავის” გზები გაიყარა

 

აფრიკელი ლეგიონერის სერჟ ასელაინისა (29.10.91, 198სმ, 92კგ) და სუპერლიგის მონაწილე “რუსთავის” გზები მინიმუმ საქართველოს 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის ბოლომდე გაიყარა.

ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” “რუსთავის” სპორტულმა დირექტორმა ამირან ხაჩიძემ განუცხადა.

“ასელაინს მეტნაკლებად ორივე მუხლის ტრავმა აწუხებს და ამის გამო, თამაშზე რომ აღარაფერი ვთქვათ, “რუსთავთან” ერთად კინკილა სრულფასოვანი ვარჯიშიც კი არ ჩაუტარებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ორივე მხარე შევთანხმდით, რომ მინიმუმ 23-ე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში “რუსთავი” ასელაინს კონტრაქტს უუქმებს. თუ იგი ტრავმას მოიშუშებს და თამაშს შეძლებს, გამორიცხული არაა “რუსთავმა” ასელაინს მეორე წრეში ახალი კონტრაქტი გაუფორმოს,” – გვითხრა ხაჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ სერჟ ასელაინი საქართველოს სუპერლიგაში ერთი წლის წინ გამოჩნდა, რომელიც 2012-13 წლების სეზონში აწ უკვე სუპერლიგის ყოფილ წევრ თსუ-ში თამაშობდა.

0.117104