კალათბურთი

1:14 | 10.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ასაკობრივ ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში ცვლილებებია

საქართველოს ასაკობრივ საკალათბურთო ნაკრებთა სამწვრთნელო შტაბებში სიახლეები და გადაადგილებებია. ნაკრებებში 2 ახალი სახე გამოჩნდა – ირაკლი ხოშტარია და თემურ კანკია, რომლებიც ასაკობრივ ნაკრებებში ასისტენტის პოზიციას დაიკავებენ.

სუპერლიგის ლიდერ “დინამოს” მთავარი მწვრთნელი ირაკლი ხოშტარია 20-წლამდელთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს. ხოშტარია მთავარი მწვრთნელის, დავით უსტიაშვილის ასისტენტი იქნება. 20-წლამდელებში აინაცვლა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ბერუაშვილმა, რომელიც ხოშტარიასთან ერთად უსტიაშვილის ასისტენტი იქნება.

18-წლამდელთა ნაკრების მთავრი მწვრთნელის პოსტს არჩილ ჟღენტი დაიკავებს, რომელიც აქამდე 20-წლამდელებში დავით უსტიაშვილის ასისტენტად მუშაობდა. 18-წლამდელებში ჟღენტის ასიტენტები იქნებიან დიმიტრი ჟაკობოვი და გიორგი ნიკოლაძე, რომელიც აქამდე ანალოგიურ პოზიციაზე, ოღონდ 16-წლამდელებში მუშობდა.

16-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელად კვლავ გია კაზანჯიანი იმუშავებს, რომლის ასისტენტები ირაკლი ტომარაძე და “სოხუმის” 20-წლამდელთა გუნდის თავკაცი თემურ კანკია იქნებიან. ტომარაძე 16-წლამდელებში აქამდეც კაზანჯიანის ასისტენტად მუშაობდა, კანკიას კი ასაკობრივ დონეზე მწვრთნელობა პირველად მოუწევს.

ზემოთაღნიშნული სიახლეებისა და გადაადგილებების შედეგად სამივე ასაკობრივი ნაკრების სამწვრთნელო შტაბში თავი 3-3-მა სპეციალისტმა მოიყარა, რომელთა შემადგენლობასაც ცალ-ცალკე გთავაზობთ:

 

20-წლამდელთა ნაკრები

დავით უსტიაშვილი – მთავარი მწვრთნელი

მიხეილ ბერუაშვილი – ასისტენტი

ირაკლი ხოშტარია – ასისტენტი

 

18-წლამდელთა ნაკრები

არჩილ ჟღენტი – მთავარი მწვრთნელი

გიორგი ნიკოლაძე – ასისტენტი

დიმიტრი ჟაკობოვი – ასისტენტი

 

16-წლამდელთ ნაკრები

გია კაზანჯიანი – მთავარი მწვრთნელი

ირაკლი ტომარაძე – ასისტენტი

თემურ კანკია – ასისტენტი

www.gbf.ge

0.138848