ფეხბურთი

12:10 | 17.10.2013 | ნანახია 1043 - ჯერ

AS-ის მკითხველებმა დიეგო კოსტას ნეგრედო ამჯობინეს

“ვინ უნდა იყოს ესპანეთის ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელი” – ამ შეკითხვით ესპანურმა გაზეთმა AS-მა მკითხველებს მიმართა, ოღონდ არჩევანის გაკეთება მხოლოდ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდ ალვარო ნეგრედოსა და მადრიდის “ატლეტიკოს” ბრაზილიელ შემტევ დიეგო კოსტას შორის სთხოვა.

ინჩადა უპირატესობას ნეგრედოს ანიჭებს – მას მხარი გამოკითხულთა 61,9 %-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, დიეგო კოსტას ესპანეთის ნაკრებში თამაში სურს. მისით დაინტერესების შესახებ “ფურია როხას” მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემაც გააკეთა განცხადება, მაგრამ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია ყველა ღონეს ხმარობს, რომ ფეხბურთელმა საწადელს ვერ მიაღწიოს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა კი დიეგო კოსტას სთხოვს, ესპანეთის ნაკრებში თამაშის სურვილი ოფიციალური განცხადებით დაადასტუროს.

 

 


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

15:48 | 17.10.2013
antibarca (38)

ეს კოსტა კიდე რა მე*რაკე ყოფილა DDD

14:34 | 17.10.2013
NGoLo KaNte (36472)

იასნა

14:04 | 17.10.2013
GOVEN (4940)

ისე ნეგრედო წელს ძალიან მაგარ ფორმაშია!!

12:28 | 17.10.2013
kluivert-9 (671)

ეჰ ამათმა არ იციან ჯაბა დვალი ვინაა თორე რა ნეგრედო და რის კოსტა!

12:26 | 17.10.2013
babubabu (17085)

კოშტას ისე არ დაემართოს 2 კურდღლის მდევარივითDDDDDDDDDDDDD

0.123107