ფეხბურთი

21:11 | 29.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

AS: ბეგირისტაინი პელეგრინის აგენტს შეხვდა

მადრიდულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტის” სპორტული დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი ესპანური “მალაგას” დამრიგებლის, მანუელ პელეგრინის აგენტს შეხვდა.

ბოლო დროს არაერთხელ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უახლოეს ზაფხულში, “მანჩესტერ სიტის” რობერტო მანჩინი დატოვებს და “ქალაქელები” უმწვრთნელოდ დარჩებიან. ამის პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პელეგრინის “მალაგაში” დარჩენის დიდი სურვილი არ აქვს. ამის მიზეზი ისაა, რომ დისკვალიფიკაციის გამო, ანდალუსიელები მომდევნო სეზონში ევროტურნირებზე ვერ ითამაშებენ.

მადრიდული AS-ის ცნობით, “სიტის” ესპანელმა წარმომადგენელმა, ჩიკი ბეგირისტაინმა, პელეგრინის აგენტთან, ხესუს მარტინესთან შეხვედრა უკვე გამართა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ბეგირისტაინი ჩილელი სპეციალისტის ტალანტით ჯერ კიდევ მაშინ იყო მოხიბლული, როდესაც ის “ბარსელონაში” მუშაობდა, ხოლო პელეგრინი “ვილიარეალს” წვრთნიდა, მაგრამ მაშინ, სამხრეთ ამერიკელმა “ყვითელი წყალქვეშა ნავის” დატოვება არ ისურვა.

0.113318