ზურაბ არზიანმა, რომელიც კარიერას რუსეთის პირველი დივიზიონის ორენბურგის “გაზოვიკში” გააგრძელებს, ახალი გუნდის შემადგენლობაში უნგრულ შეკრებაზე ორი მატჩი ჩაატარა.
სამი დღის წინ, “გაზოვიკმა” აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრებს 3:2 აჯობა და ქართველმა ნახევარმცველმა პირველი ტაიმი ჩაატარა.
კვირას ორენბურგელები უნგრულ “პეჩთან” 1:2 დამარცხდნენ და არზიანი შეუცვლელად გაისარჯა.
აქვე გეტყვით, რომ არზიანი კლუბთან კონტრაქტს გუნდის ორენბურგში დაბრუნების მერე გააფორმებს.