ფეხბურთი

16:17 | 27.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

არზიანი “გაზოვიკისთვის” გაირჯება

ზურაბ არზიანი კარიერას რუსეთის პირველი დივიზიონის საფეხბურთო კლუბ ორენბურგის “გაზოვიკში” გააგრძელებს. ამის შესახებ, “გაზოვიკის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

განვლილი სეზონი, არზიანმა გორის “დილაში” გაატარა და ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა. 25 წლის ნახევარმცველი “გაზოვიკს” შეკრებაზე უნგრეთში გაჰყვა და სწორედ იქ გადაწყდა, რომ გუნდში დარჩებოდა.

არზიანი ახალ კლუბთან კონტრაქტს გუნდის ორენბურგში დაბრუნების შემდეგ გააფორმებს. აქვე გეტყვით, რომ მას რუსეთში რამენსკოეს “სატურნისა” და ყაზანის “რუბინის” დუბლებში, მახაჩყალის “ანჟიში” და ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგაში” უთამაშია.


0.359028