ფეხბურთი

0:05 | 17.09.2013 | ნანახია 4822 - ჯერ

არველაძის გუნდმა ვებოს ვერ გაუძლო

შოთა არველაძის "ქასიმფაშა" თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურში "ფენერბახჩეს" მასპინძლობდა და 2:3 დამარცხდა. შოთას გუნდი პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა და 74-ე წუთამდე ამარცხებდა მძლავრ მეტოქეს, თუმცა ბოლო 16 წუთში პიერ ვებომ ორი გოლი გაუტანათ – გადამწყვეტი ბურთი ბოლო წუთზე გავიდა. "ქასიმფაშა" 6 ქულით მერვე ადგილზეა.

რადგან თურქეთზე დავწერეთ, ზურაბ ხიზანიშვილის ტრავმაც აღვნიშნოთ: "ხიზანა" "გენჩლერთან" შეხვედრის მე-20 წუთზე შეცვალეს, მიზეზი კი საზარდულის დაჭიმულობაა. ზურას დაახლოებით ერთი კვირა გაუცდება. შეხსენებისთვის, "ქაისერისფორმა" ეს მატჩი 1:1 დაასრულა. 

ირაკლი სირბილაძის "ინტერმა" ფინეთში გასვლაზე ტპს-თან 1:1 ითამაშა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი ბოლოსწინა ადგილზეა.

რუსეთის პირველი ლიგის მე-18 ტური გაიმართა და აკაკი ხუბუტიას "მორდოვია" გალიდერდა. "მორდოვიამ" შინ 1:0 აჯობა "ბალტიკას", ქართველი მცველი კი 67-ე წუთზე შევიდა მინდორზე.

"გაზოვიკმა" შინ "უფასთან" 0:0 ითამაშა და მასპინძელთა ქართველი ნახევარმცველი ზურაბ არზიანი, რომელიც 31-ე წუთზე შევიდა მინდორზე, 88-ეზე მეორე ყვითელი ბარათის გამო გააძევეს. "გაზოვიკი" მეექვსე ადგილზეა.

ნალჩიკის "სპარტაკი" შინ ფრეს დასჯერდა "როტორთან" (1:1). დავით სირაძემ ბოლო ნახევარი საათი დაჰყო მინდორზე, გუჯა რუხაია კი 72-ე წუთზე შეიყვანეს. ნალჩიკელები მე-17 ადგილზე არიან.

ვლადიკავკაზის "ალანიამ" გასვლაზე 1:1 ითამაშა "სიბირთან" და მესამე საფეხურზეა. "ალანიამ" ბოლო წუთზე გაათანაბრა, როცა გოჩა ხოჯავა და ოთარ მარცვალაძეც უკვე შეცვლილინი იყვნენ. ხოჯავა 58-ეზე შეცვალეს, მარცვალაძე კი – 88-ეზე.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:48 | 17.09.2013
laciosErtguli (3640)

ქართულ ფეხბურთში არველაძეებიდან ყველაზე მეტად ვისაც ეკუთვნის სამსახური შოთაა და ეს თურქებს ემსახურება და მისი სატანა ძმები ჩვენთან მსახურობენ თავის სასიკეთოთ, რო შევცვალოდ არ შეიძლება ნეტა? შოთი ჩვენთან და აჩი-რეზი სელჩუკებთან.

10:42 | 17.09.2013
guja_kakhadze (959)

ზურაბ ხიზანიშვილის ტრავმაც აღვნიშნოთ: "ხიზანა" "გენჩლერთან" შეხვედრის მე-20 წუთზე შეცვალეს, მიზეზი კი საზარდულის დაჭიმულობაა. ზურას დაახლოებით ერთი კვირა გაუცდება.

ეს არის ყველაზე ადვილად მოსაგვარებელი პრობლემა და ვინც ჩემს სტატიებს კითხულობს იცის, რომ 10 წამიანი გაწელვა სრულიად საკმარისია (მოედნიდან გაუსვლელად).

09:46 | 17.09.2013
del rey (668)

ხიზანიშვილი სანამ პენსიაზე არ გავა არ დაანებებს თავს ფეხბურთს?

03:00 | 17.09.2013
michael_jordan (3195)

მაგარი ადამიანია შოთI 3 ძმიდან ეს მევასება მარტო და იმედია კარგ შედეგებს მიაღწევს ,წარმატებები!

00:50 | 17.09.2013
arturi-baierni (24493)

ვუყურე ამ თამაშს არ ქონდათ წასაგები პირიქით უფრო ითქმის უნდა მოეგოთ ბევრი კარგი მომენტი გაუშვენ ხელიდან და ბოლოს დამატებულ მესამე წუთზე მცველებმა აჩუქეს გოლი ფენერს
კარგი გუნდი დააყენა შოთამ წელს კარგ შედეგს დადებს უკეთესი ფეხბურთელებიც ყავს წელს ვიდრე შარშან ყავდა

00:17 | 17.09.2013
sbatumi (187)

ეს კიდე რას მწვალობს რა არაა ტრენერობა სენი საქმე

09:45 | 17.09.2013
del rey (668)

პირიქით,საკმაოდ ძლიერი მწვრთნელია

00:44 | 17.09.2013
lelo2015 (613)

რატომ ამბობ არგუმენტი რა გაქვს ?
ბიუჯეტი შეადარე ამ ორი გუნდის და მერე ვთქვათ. ეს მარცხი სულ არ ნიშნავს იმას რომ არველაძე ცუდი მწრთნელია. ორჯერ იგებდა შეხვედრას მისი გუნდი თურქეთის გრანდთან. ბოლო 15 წუთში წააგო. მაგ დროს ფეხბურთელთა კლასია გადამწყვეტი

0.124159