თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში (უმაღლესი ლიგა) შოთა არველაძის მიერ გაწვრთნილი “ქასიმფაშა”, სეზონის განმავლობაში აღებულ მაღალ ტემპს ინარჩუნებს და ადგილობრივი გრანდების დამარცხებასაც აგრძელებს.
მე-15 ტურში, სტამბოლურ დერბიში “ქასიმფაშამ” თურქული ფეხბურთის კიდევ ერთი ლიდერი “ბეშიქთაში” მოინელა. გასათვალისწინებელია, რომ მასპინძლებმა პირველი ტაიმი წააგეს და თამაში შესვენების შემდეგ შემოატრიალეს. “ბეშიქთაში” მე-3 წუთზე უგო ალმეიდას გოლით დაწინაურდა, ხოლო “ქასიმფაშამ” ანგარიში ჰალილ ჩოლაქის გოლით გაათანაბრა. 71-ე წუთზე ეზეკიელ სკარიონემ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და “ქასიმფაშა” 30 ქულით 18 გუნდში მე-2 ადგილზეა.
“ქაისერი” შინაურ კედლებში “ესქიშეჰირს” დაუზავდა – 2:2. ზურაბ ხიზანიშვილმა მასპინძლებში თავიდან ბოლომდე ითამაშა. “ქაისერს” 11 ქულა აქვს და ბოლოსწინა პოზიციაზეა.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ლიდერობას განაგრძობს არნემის “ვიტესი”, რომელმაც ამჯერად თავის მოედანზე “ბრედას” 3:2 მოუგო. გურამ კაშიამ მასპინძლებს შეუცვლელად უკაპიტნა და 28-ე წუთზე გააფრთხილეს, ხოლო გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგოთა სკამზე ჯდომით შემოიფარგლნენ. “ვიტესში” როგორც მიმდინარე სეზონში არაერთხელ მომხდარა, საუკეთესო ბრაზილიელი ლუკას პიაზონი იყო, რომლემაც დუბლი შეასრულა და საგოლე პასი გააკეთა. “ვიტესი” 18-გუნდიან სატურნირო ცხრილს სათავეში 36 ქულით უდგას.
პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი ლიგა) 21-ე ტურში, ვარშავის “ლეგიამ”, სადაც ლადო დვალიშვილი გამოდის, შინ “კრაკოვიას” 4:1 აჯობა. ქართველი თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. “ლეგიას” 43 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.
ხორვატიის ნაციონალ ლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-20 ტურში, სპლიტის “ჰაიდუკმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ილურიძე იცავს, თავის მოედანზე “რიეკას” ვერ მოუგო – 2:2. ქართველი ფორვარდი თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ 41-ე წუთისთვის სპლიტელები 0:2 აგებდნენ და ანგარიში ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე პენალტიდან გაათანაბრეს. სხვათა შორის, 76-ე წუთზე “ჰაიდუკმა” პირველი საპასუხო გოლი ასევე თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. “ჰაიდუკს” 38 ქულა აქვს და 10 გუნდში მეორეა.
კვიპროსის პირველი დივიზიონის მე-13 ტურში, “ანორთოსისმა”, რომელშიც შოთა გრიგალაშვილი თამაშობს, სტუმრად “ერმისთან” 0:0 ითამაშა. ქართველი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 66-ე წუთზე შეცვალეს. “ანორთოსისს” 26 ქულა დაუგროვდა და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
იტალიის სერია B-ში ლიდერობა დაკარგა “ემპოლიმ”, სადაც ლევან მჭედლიძე და ირაკლი შეყილაძე ირიცხებიან. მე-18 ტურში “ემპოლი” საშინაო შეხვედრაში “ჩეზენას” უგოლო ფრეზე გაეყარა. მჭედლიძე თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო და 87-ეზე ყვითელი ბარათი მიიღო. შეყილაძე 18-კაციან განაცხადში მოხვდა, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ემპოლი” 33 ქულით 22 გუნდში მეორე საფეხურზეა.
გერმანიის მე-3 ლიგის მე-20 ტურში, “ჰალეშერმა” “როტ-ვეისი” მიიღო და 0:2 დამარცხდა. აკაკი გოგია მასპინძლების რიგებში შეუცვლელად ითამაშა. “ჰალეშერს” 24 ქულა აქვს და 20 გუნდში მე-15-ეა.
“უნტერჰახინგი” “ჰემნიცს” ესტუმრა და დაპირისპირება 0:0 დასრულდა. ლუკას ჰუფნაგელის “უნტერჰახინგის” 18-კაციან განაცხადში იმყოფებოდა, თუმცა თამაში არ მოუწია. “უნტერჰახინგს” 28 ქულა აქვს და მერვეა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Rene santos
დინამოს თამაშზე 1-2 სიტყვაც დაგეყოლებინა
მომეწონა კარგი თამაში იყო ხომერიკმა ძლივს მიაგნო თავის სტილს კარგ პოზიციებზე დააყენა ფეხბურთელები
კენედი მომეწონა ძაან
ჩიხურა არ იმსახურებდა წაგებას კარგი გუნდია სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ გორგიაშვილი საუკეთესო იყო დღეს
რაჭა
შენი უბნელი გუნდი კარგად თამაშობს
რაჭა
შენი უბნელი გუნდი კარგად თამაშობს
levani82
რევიშვილი გვიბრუნდება.....
უგუნდოდ დარჩა
რაჭააააა
სამტრედიაში ხომ არ იყავი??? DDD
არ ვყოფილვარ. ჩემპიონატში წინა 3 თამაშისგან განსხვავებით დღეს კარგად ითამაშეს
ძალიან-გამოსწორებულია-კიდევ-მსაჯების-გარჯა-თითქმის-ყველა-მატჩს-ვუყურე-ეროვნული-ლიგის-საიტზე-და-არის-პატარა-შეცდომები-მაგრამ-კატასტროფული-ჯერჯერობით-არაფერი-ყოფილა-გამოსწორებულია-მსაჯობა-და-იმედია-ასე-გააგრძელებენ-და-მიმხრობა-არიქნება
რაჭა-არაფერია-იმაში-უცნაური-დილა-რო-დამარცხდა-მოსალოდნელიც-იყო-შემადგენლობიდან-გამომდინარე-ფაქტიურად-თანაბარი-ძალის-გუნდებია
დილა არ გავარდება..ნუ სხაზე უკეთესი თუ არაა, არც არავიზე უარესი არ არის.
შუქურას-სამტრედიას-და-დილას-რაც-შეეხება-წელს-გავარდნის-კანდიდატები-არიან
უცნაური ჩემპიონატია ვინ-ვის უგებს ვერ გაიგებ...ჯერ მგონი, ყველას ვაკელები ჯობიან
საბურთალოსთან-ამათ-წვალებას-ვუყურებდი-და-დიდი-შეცდომაა-მსაჯზე-დაბრალებმა-მე-დილას-ფანი-ვარ-მაგრამ-ნეიტრალური-თვალით-ვუყურებდი-თამაშს-და-სილაგავას-კიარ-უნდა-დააბრალოთ-პრობლემა-ჩვენშია-და-რაც-შეეხება-საბურთალოს-ძლიერი-გუნდია-თუ-არაა-დამსახურებულად-კი-გაიმარჯვეს-სიმართლე-ესაა
ნეტა-ადგილს-შეინარჩუნებდეს-გორის-დილა-უმაღლეს-ლიგაში-მეტი-არც-მოეთხოვება-ამ-შემადგენლობას
გუნდი-ააწყო-ფული-დახარჯო-და-ასეთი-ფეხბურთელები-შეიძინო-არმესმის-რა-საქართველოში-უფრო-ძლიერ-ფეხბურთელებს-მოძებნიდი-ამ-ლეგიონერებზე-მარტო-რიბეიროა-მართლაც-კარგი-მოთამაშეა-სხვა-არცერთია-დასატოვებელი
კოლხეთი რატოა ბათუმზე ქვემოთ ცხრილში???
რამდენიმე ტურიც და კანონზომიერება დაბრუნდება.....
წარმატებები "დინამოს"
ბათუმის?
მაგათაც მაგრამ....
ყოჩაღ