ფეხბურთი

13:20 | 25.08.2013 | ნანახია NaN - ჯერ

არველაძემ პირველი სამი ქულა ყოფილ გუნდთან მიითვალა

მიმდინარე სეზონში, თურქეთის საფეხბურთო სუპერლიგაში შოთა არველაძემ პირველი გამარჯვება ყოფილ გუნდ “ქაისერისფორთან” მოიპოვა. მე-2 ტურში, ქართველის მიერ გაწვრთნილმა “ქასიმფაშამ” შინაურ კედლებში მეტოქე 3:1 დაამარცხა. “ქაისერში” ზურაბ ხიზანიშვილი 90 წუთი გაისარჯა. ორი ტურის შემდეგ “ქასიმფაშას” 3 ქულა აქვს და 18 გუნდში მეექვსეა.

უკრაინის პრემიერლიგის მე-7 ტურში, მარიუპოლის “ილიჩივეცმა” კიევის “არსენალს” უმასპინძლა და 2:1 აჯობა. მარიუპოლელთა რიგებში თორნიკე ოქრიაშვილს თამაშის საშუალება 66-ე წუთიდან მიეცა, ხოლო დავით თარგამაძე 18-კაციან განაცხადში არ ფიგურირებდა. “ილიჩივეცმა” 10 ქულა დააგროვა და 16 გუნდს შორის მეშვიდეა.

“სევასტოპოლი” გასვლაზე ხარკოვის “მეტალისთან” 1:2 დამარცხდა. სევასტოპოლელთა შორის მათე ღვინიანიძე თავიდან ბოლომდე გაისარჯა. მისი გუნდი 11 ქულით მეთექვსმეტეა.

ლუცკის “ვოლინმა” სტუმრად პოლტავის “ვორსკლასთან” 3:3 ითამაშა. ლუცკელთა შემადგენლობაში თემურ ფარცვანიამ 53-ე წუთიდან ითამაშა. “ვოლინი” 6 ქულით მეთორმეტეა.

უკრაინის პერშა ლიგის (პირველი ლიგის) მე-7 ტურში, “მიკოლაევმა”, რომლის ღირსებასაც გიორგი ჯგერენაია იცავს, “ჰელიოსს” უმასპინძლა და 4:1 დაამარცხა. ქართველ მარცხენა მცველს მიმდინარე სეზონის განვლილი მატჩებისგან განსხვავებით, ამჯერად არ უთამაშია. “მიკოლაევს” 11 ქულა აქვს და 16 გუნდში მეხუთეა.

გერმანიის ბუნდესლიგის მე-3 ტურში, ბერლინის “ჰერტამ” თავის მოედანზე “ჰამბურგს” 1:0 მოუგო. ლევან კობიაშვილი ბერლინელთა 18-კაციან განაცხადში კვლავ ვერ მოხვდა. “ჰერტა” 7 ქულით 18 გუნდში მეხუთეა.

აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-4 ტურში, ზაქათალის “სიმურგმა” “ბაქი” მიიღო და 0:3 წააგო. “სიმურგს” 4 ქულა აქვს და 10-გუნდიან ჩემპიონატში მეექვსეა.

ლატვიის ვირსლიგის (უმაღლესი ლიგა) მე-18 ტურში “ვენტსპილსმა” საკუთარ მოედანზე რიგის “დაუგავას” 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა შორის თორნიკე თარხნიშვილი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა. გიორგი დიაკვნიშვილი სტუმართა 18-კაციან განაცხადში იყო, მაგრამ თამაში არ მოუწია. “ვენტსპილსი” 38 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში მე-2 ადგილზეა, ხოლო “დაუგავა” 34 ქულით მეოთხეა.

დაუაგავპილსის “დაუგავამ” შინ “მეტტას” 3:0 აჯობა. მასპინძლებში გიორგი ჩიხრაძე შეუცვლელად გაისარჯა. მამუკა ღონღაძე თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ბიძინა ცინცაძე - 83-ზე. დაუგავპილსელები 36 ქულით მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

მოლდოვის ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) მე-5 ტურში, კიშინიოვის “ზიმბრუმ” გასვლაზე “სპერანცასთან” 0:1 მარცხი იწვნია. “ზიმბრუში” თორნიკე სტეფნიაშვილი შეცვლაზე 43-ე წუთზე შევიდა და მე-80 წუთზე თავად შეცვალეს. “კიშინიოველებს” 8 ქულა აქვთ და 12 გუნდში მე-3 პოზიციაზე იმყოფებიან.

ყაზახეთის პრემიერლიგაში დასარჩენად მებრძოლმა “ატირაუმ”, ჩემპიონატის მე-2 ეტაპის მე-2 ტურში, სტუმრად “ტობოლთან” 1:3 წააგო. გიორგი ფეიქრიშვილი დამარცხებულთა სასტარტო შემადგენლობაში იმყოფებოდა და 71-ე წუთზე შეცვალეს. “ატირაუს” 14 ქულა აქვს და 12 გუნდში მეშვიდეა.

სომხეთის პრემიერლიგის მე-3 ტურში, “ულისესი” თავის მოედანზე ერევნის “არარატთან” 0:1 დამარცხდა. მასპინძლებში თენგიზ უგრეხელიძე სრულად გაისარჯა. “ულისესს” ერთი ქულა აქვს და 8-გუნდიან პრემიერლიგაში ბოლოა.

რუსეთის პირველი დივიზიონის მე-10 ტურში, კალინინგრადის “ბალტიკამ” ბელგოროდში ადგილობრივ “სალიუტთან” 1:2 წააგო. მეკარე გიორგი შელია, რომელიც მიმდინარე სეზონში სასტარტო შემადგენლობაში სტაბილურად თამაშობდა, ამჯერად, კალინიგრადელთა 18-კაციან განაცხადში არ იყო. “ბალტიკას” 12 ქულა აქვს და 19 გუნდში მეათეა.

ნიჟნეკამსკის “ნეფტეხიმიკმა” სტუმრად ტულის “არსენალთან” ვერაფერი გააწყო – 1:2. დამარცხებულებში მერაბ ურიდიამ 79-ე წუთიდან ითამაშა. “ნეფტეხიმი” 4 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა. 

 


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:21 | 08.02.2019
araza-1918 (6330)

23 მარტს გოლი უნდა გაუტანო შვეიცარიას

23:18 | 08.02.2019
araza-1918 (6330)

ღრუსებს არ ენდო

20:10 | 08.02.2019
თორღვა პანკელი (1138)

ჯერ მხოლოდ 25 წლისაა ჯანო, ასე რომ ყველაფერი წინ აქვს, კაი იყო ვიტესი მაგრამ რას იზამ, სპარტაკში სკამის ხეხვას აქ ითამაშოს ჯობია, ნაკრებისთვისაც კარგია და რატომღაც ჯიუტად მგონია ევროპული გუნდების თვალთახედვის არეალში მაინც მოხვდება.

14:08 | 08.02.2019
პანტელეიმონი (4347)

გაიხარე ჯანო ! ! !

გელოდებით ნაკრებში ! ! !

22:27 | 10.02.2019
ogafa (10220)

+

13:44 | 08.02.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

"ჯვარედინი მყესის მქონე ადამიანები 10-12 კილოგრამს იმატებენ, მე - ერთს"
აქ ალბათ წინადადებაა გაუმართავი და სიტყვები აკლია, თორე წონაში კლების თვალსაზრისით კუჭის დაპატარავება კი არა, ჯვარედინი მყესების ამოჭრა იქნებოდა ყველაზე ეფექტური

13:09 | 08.02.2019
irakli111 (373)

ჯანო კაი ტიპია ოქრისგან და ჭანტურიასგან გასნხვავებით და მეტსაც იმსახურებს უბრალოდ არ უმართლებს სამწუხაროდ და ტრამვებიც აწუხებს მაგრამ ნაკრების ლიდერია პაქტია მისი დონის ფეხბურთელი ჩვენ ნაკრებს ძალიან ჭირდება

13:37 | 08.02.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

თუ ჯანზეა, ნამდვილად საჭირო კაცია ნაკრებისთვის. მაგრამ ლიდერობის რა გითხრა...

13:33 | 08.02.2019
mjgiri (8951)

რა გადაეკიდე ამ ოქრიაშვილს,თითქოს პირადად იცნობდე ისე

15:12 | 08.02.2019
irakli111 (373)

არ გადავეკიდე კაცო უბრალოდ ჩემი აზრია რა ვქნა არ ვარ სიმპატიით განწყობილი თორე მართლა არაფერ ვერჩი პირიქით ნაკრებს თუ დაეხმარება და ფორმაში იქნება მაგას რა ჯობია

08:22 | 08.02.2019
Sport With pleasure (4571)

ვამბობდი მაგარი კაცია თქვა

0.06431