ფეხბურთი

18:50 | 8.03.2014 | ნანახია 1888 - ჯერ

არველაძემ "ელაზიგთან" ვერ მოიგო, გვალიას დებიუტი გადაიდო

შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ" გასვლაზე 0:0 ითამაშა "ელაზიგთან" და მეხუთე ადგილზეა, თუმცა ტურში სხვა მატჩები გასამართია და ცხრილში სიმჭიდროვის გამო, შესაძლოა, მეცხრეზე დაქვეითებაც მოუწიოს.

რუსეთის პრემიერლიგაში "ურალმა" "კრასნოდარს" სტუმრად 1:0 სძლია. ლაშა გვალია, რომელსაც პირველ წრეში რუსეთის ვიზის არქონის გამო საერთოდ არ უთამაშია, ამჯერად განაცხადში გახლდათ, თუმცა მინდორზე არ შეუყვანიათ. შეგახსენებთ,  გვალია შარშან ზაფხულს გორის "დილადან" გადავიდა "ურალში". 

აზერბაიჯანში გიორგი ჩიხრაძის გაწვრთნილმა "სიმურგმა" გასვლაზე 2:0 აჯობა აზალ-ს, რომლის რიგებში ლაშა კასრაძემ 90 წუთი ითამაშა. "სიმურგი" მეშვიდე ადგილზეა, ხოლო აზალი – მერვეზე.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:39 | 09.03.2014
giomebo (1190)

გვალიაზე არ ამბობდით ამხანაგურებს რომ თამაშობდნენ ყველაზე აქტიური იყოო??? თუ ასეა ჩემპიონატის თამაშზე შეცვლაზე მაინც რატო არ ატამაშეს? ჟურნალისტებო რატო გვატყუებთ?

20:57 | 08.03.2014
tankred (748)

ძლიერი ფეხბურთელი კი იყო, მაგრამ ძლიერი მწვრთნელი ...

20:43 | 08.03.2014
sabonis (9584)

რა კარგად იწყებს შოთი და გაგრძელება უჭირს მერე მის გუნდებს.ეტყობა დასასრული ჯერ კარგად ვერ აითვისა.DDDD

19:57 | 08.03.2014
tengoroma (4673)

ფორცა შოთიიიიიიიიიიიიი

0.126781