დღეს, თურქეთის სუპერლიგის მეოთხე ტურის მატჩი გამართა შოთა არველაძის გაწვრთნილმა "ქასიმფაშამ". ქართველი სპეციალისტის შეგირდები ტრაბზონში "ტრაბზონსფორს" ეწვივნენ და ფრედ 1:1 ითამაშეს.
შეხვედრაში მასპინძლები იუსუფ ერდოღანმა მე-16 წუთზე დააწინაურა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩის გაწვრთნილი "ტრაბზონსფორი" "ქასიმფაშასთან" დიდადაც ვერ გამოირჩეოდა. მატჩში სათამაშო უპირატესობას სტუმრები ქმნიდნენ და საბოლოოდ არგენტინელმა სკარიონემ მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ ტრაბზონელებმა ოთხივე მატჩი ფრედ დაასრულეს. საყაიმო მატჩებით შოთა არველაძის დამოძღვრილი გუნდიც გამოირჩევა: 1 მოგება, 3 ფრე. 18 გუნდიან ჩემპიონატში "ქასიმფაშა" 6 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.
გიორგი ბალახაძე









