ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი მიკელ არტეტა, სეზონის სტარტს გამოტოვებს. ამის შესახებ, Sky Sports-ი იუწყება.
31 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა, გუნდის ერთ-ერთ ვარჯიშზე ბარძაყის კუნთი დაიზიანა. ამის გამო, ექიმების დასკვნით, ის სამ-ოთხ კვირას გამოტოვებს.
შედეგად, არტეტა გუნდს არა მხოლოდ პრემიერლიგის პირველ ტურში “ასტონ ვილასთან” ვერ დაეხმარება, არამედ, ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში, თურქეთის “ფენერბახჩესთან” ორივე მატჩს გამოტოვებს.