მიუნხენის “ბაიერნთან” უეფას ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/8-ფინალური მატჩის შემდეგ (0:2), ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველმა მიკელ არტეტამ განაცხადა, რომ მის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად დრო არ ეყო.
“უკანასკნელი ძალებით ვიბრძოდით და გვჯეროდა, რომ მეტის გატანაც შეგვეძლო. თამაში კიდევ 10 წუთით მაინც რომ გაგრძელებულიყო, არაერთ საგოლე მომენტს შევქმნიდით. “ბაიერნმა” არ იცოდა, შეეტია თუ თავი დაეცვა”, - განაცხადა ესპანელმა BBC-ს ეთერში საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ “ბაიერნმა” ლონდონური მატჩი 3:1 მოიგო და გუშინდელი მარცხის მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე სტუმრად გატანილი ბურთების წყალობით გავიდა.