ფეხბურთი

17:54 | 21.06.2013 | ნანახია 0 - ჯერ

არშავინი “ზენიტში” ბრუნდება

ჯერ კიდევ ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი ანდრეი არშავინი კარიერას სანკტ-პეტერბურგის “ზენიტში” განაგრძობს. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და სასწაული უნდა მოხდეს, გარიგება რომ არ შედგეს.

აღნიშნული გამოცემის ინფორმაციით, მხარეებს შორის დასკვნითი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. არშავინმა “ზენიტთან” მთავარი საკითხები უკვე შეათანხმა და ახლა, მხოლოდ მცირე ფორმალობებია დარჩენილი.

მოგეხსენებათ, 32 წლის რუსს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 1 ივლისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, პეტერბურგელები ყოფილ შეგირდს ხელში უფასოდ ჩაიგდებენ. 

 


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:34 | 20.08.2013
mismine (1900)

სულ მაინტერესებს ხოლმე სად ნახულობენ ესეთ ფეხბურთელებს

11:24 | 20.08.2013
kencho10 (128)

დინამოშიაო ცალი ფეხით D

11:23 | 20.08.2013
ბუკუკი (261)

არადა ერთ დროს გვატყუებდნენ დინამომ უნდა დაიმატოსო :X

0.066041