ფეხბურთი

16:31 | 23.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” ვილია, ვალდესი და სანჩესი სურს

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “არსენალი” კატალონიის “ბარსელონას” ერთბაშად 3 ფეხბურთელის – დავიდ ვილიას, ვიქტორ ვალდესისა და ალექსის სანჩესის გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ Sport.es-ი იუწყება.

მოგეხსენებათ, ვილიასა და სანჩესს “ბარსას” სასტარტო შემადგენლობაში გარანტირებული ადგილი არ აქვთ. აქედან გამომდინარე, არაა გამორიცხული, კლუბის გამოცვლა ორივე მათგანმა მოისურვოს. რაც შეეხება ვალდესს, კატალონიიდან მისი აბარგება გადაწყვეტილი ამბავია და გასარკვევი ისაა, რომელ გუნდში განაგრძობს კარიერას.

“არსენალის” წისქვილზე წყალს ისიც ასხამს, რომ ვალდესს და ვილიას კონტრაქტები 2014 წელს ეწურებათ, სანჩესს კი, 2015 წელს. ამგვარად, “ბარსელონას” ფეხბურთელების სარფიანად გაყიდვის კარგი შანსი აქვს.

0.132488