ლონდონის “არსენალის” თავკაცმა არსენ ვენგერმა პრესკონფერენციაზე ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. როგორც ირკვევა, “მეთოფეებს” საკადრო პრობლემები კვლავ აწუხებთ.
“ნიკლას ბენდტნერი კვირის დასაწყისში გუნდთან ერთად ვარჯიშობდა და “ქოვენთრისთან” ინგლისის თასის მატჩისთვის მზადაა. მიკელ არტეტა და აარონ რემზი გუნდს ორშაბათიდან შეუერთდნენ და ამ ეტაპზე, სათამაშოდ მზად არ არიან. ვერ დაგვეხმარება ტომაშ როსიცკიც, რომელმაც ცხვირი გაიტეხა. დაახლოებით იმ შემადგენლობით ვითამაშებთ, რაც “ფულემთან” მატჩში გვყავდა”, - განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა.
ცნობისათვის, “არსენალი” “ქოვენთრის” პარასკევს დაუპირისპირდება.