ფეხბურთი

22:58 | 26.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” რემზი გამოაკლდა

 

ლონდონის “არსენალის” 23 წლის ნახევარმცველი აარონ რემზი ფეხბურთს ჯერჯერობით დაუდგენელი დროით გამოაკლდა.

რემზიმ ბარძაყის დაზიანება “ვესტ ჰემთან” გამართულ მატჩში მიიღო. ის 65-ე წუთზე შეცვალეს. თამაშის შემდეგ, შეგირდის ტრავმა არსენ ვენგერმაც დაადასტურა.

“ჯერჯერობით არ შემიძლია ვთქვა, თუ რამდენად სერიოზულია ტრავმა, მაგრამ რემზი უახლოეს პერიოდში ვერ დაგვეხმარება.” – აცხადებს “არსენალის” მთავარი მწვრთნელი.

აარონ რემზის კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს. ჩატარებულ 26 თამაშში მან თავის გამოჩენა 13-ჯერ მოახერხა.

0.110041