ლონდონის “არსენალს” დორტმუნდის “ბორუსიადან” მარჯვენა მცველის ლუკაშ პიშჩეკის შეძენა უნდა.
ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი იუწყება, რომ “არსენალის” სკაუტები დორტმუნდელთა მატჩებს რეგულარულად ესწრებიან და პოლონეთის ეროვნული ნაკრების 27 წლის მცველს აქტიურად აკვირდებიან.
პიშჩეკს გერმანელებთან კონტრაქტი 2016 წელს ეწურება და მისი სატრანსფერო ღირებულება 12 მილიონ გირვანქას შეადგენს. თუმცა, ვენგერი “ბორუსიას” პიშჩეკის თაობაზე, მას მერე, მიმართავს, რაც ბაკარი სანიას გაყიდის.
30 წლის სანიას “არსენალთან” ხელშეკრულება მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ჯერ არ შეთანხმებულან.