ფეხბურთი

11:09 | 23.07.2014 | ნანახია 0 - ჯერ

“არსენალს” ნასტასიჩი სურს

“მანჩესტერ სიტის” მცველი მატია ნასტასიჩი ლონდონის “არსენალის” ინტერესთა სფეროშია. “დეილი მეილის” ცნობით, “მეთოფეები” 21 წლის სერბის ტრანსფერზე მუშაობას იწყებენ.

თავის მხრივ, “სიტი” “პორტუს” მცველით – ელიაკიმ მანგალათი გაძლიერდა და გუნდში ნასტასიჩის დიდი საჭიროება აღარაა. ახალგაზრდა სერბს მსურველები მრავლად ჰყავს – მისი შეძენა მილანის “ინტერსა” და “რომასაც” სურთ.

მანჩესტერელებს კონკურენტი “არსენალის” გაძლიერება არ სურთ და ურჩევნიათ, ნასტასიჩი ინგლისს ფარგლებს გარეთ გაასხვისონ.

 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063197