ფეხბურთი

14:48 | 15.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალს” კასორლა გამოუჯანმრთელდა

ლონდონის “არსენალს” ნახევარმცველი სანტი კასორლა უბრუნდება. goal.com-ის ცნობით “მეთოფეთა” ესპანელი ლეგიონერი, რომელსაც ტრავმის გამო სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია, უკვე მზადაა მინდორზე გასასვლელად.

19 ოქტომბერს, პრემიერლიგის მერვე ტურში “არსენალი” “ნორვიჩს” დაუპირისპირდება და თუ მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საჭიროდ ჩათვლის, მატჩში კასორლაც მიიღებს მონაწილეობას.

მიმდინარე სეზონში სანტი კასორლამ სამი შეხვედრა ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103573